ავტორი:

რუსებმა კიევს რაკეტებით დაარტყეს, არიან დაშავებულები

რუსებმა კიევს რაკეტებით დაარტყეს, არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო დარტყმა კიდევ ერთხელ განახორციელეს. ქვეყნის ყველა ოლქში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა, კიევში კი ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა.

დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რაკეტების ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, არიან დაშავებულები.

"სოლომენსკის რაიონში რაკეტების ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე ავტომობილს ხანძარი გაუჩნდა. დაზიანდა 200 კვადრატული მეტრის ფართობის შენობა. ადგილზე მაშველები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი“, - აღნიშნა კლიჩკომ.

მისი თქმით, რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ორი ავტომობილი დაზიანდა დედაქალაქის დარნიცის რაიონშიც. ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.