ავტორი:

"Abrams-ის ტანკები უკვე გერმანიაშია, უკრაინელები წვრთნებს მალე დაიწყებენ" - პენტაგონი

"Abrams-ის ტანკები უკვე გერმანიაშია, უკრაინელები წვრთნებს მალე დაიწყებენ" - პენტაგონი

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ გერმანიაში, უკრაინული ეკიპაჟების მოსამზადებლად, Abrams 31 ტანკის ჩავიდა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, პატრიკ რაიდერის განცხადებით, უკრაინელი სამხედროების გადამზადება რამდენიმე კვირაში დაიწყება.

"შემიძლია დავადასტურო, რომ 1A1 Abrams-ის ტიპის 31 სასწავლო ტანკი გერმანიის გრაფენვერის სასწავლო ცენტრში ჩავიდა, რათა უკრაინული სატანკო ეკიპაჟის შემდგომი წვრთნისთვის მოამზადონ. მოსალოდნელია, რომ ეკიპაჟები ჩამოვლენ და დაიწყებენ წვრთნას მომდევნო რამდენიმე კვირაში", - აღნიშნა მან.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინაში ტანკების გაგზავნის შესახებ იანვარში განაცხადა. რამდენიმე დღის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინა Abrams-ის ტანკებს შემოდგომის დასაწყისში მიიღებს. მისი განმარტებით, უკრაინელ სამხედროებს უკვე აქვთ „წვდომა“ Abrams-ის რამდენიმე ტანკზე, რათა დაიწყონ ეკიპაჟების მომზადება იმ ტანკებისთვის, რომლებიც მოგვიანებით ჩავლენ. პენტაგონი იმედოვნებს, რომ დაპირებული ტანკების უკრაინაში ჩასვლამდე ეკიპაჟები მზად იქნებიან მათ სამართავად.