ავტორი:

"უნგრეთმა უკრაინისთვის განკუთვნილი 500 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი დაბლოკა" - მედია

"უნგრეთმა უკრაინისთვის განკუთვნილი 500 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი დაბლოკა" - მედია

უნგრეთმა უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღისთვის “ევროპის მშვიდობის ფონდიდან” 500 მილიონი ევროს ოდენობის მორიგი ტრანშის გამოყოფა დაბლოკა, – ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თანხის გამოყოფა მომავალ ორშაბათს იგეგმებოდა. ეს ფონდიდან უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების მერვე ტრანში იქნებოდა.

სააგენტოს ინფორმაციით, უნგრეთი, სავარაუდოდ, ითხოვს გარანტიებს, რომ ევროპის მშვიდობის ფონდი მომავალში გლობალურ ჰორიზონტს შეინარჩუნებს და მხოლოდ კიევის შეიარაღებისთვის არ იქნება გამოყენებული.