ავტორი:

უკრაინისთვის F-16-ების გადაცემა სულ უფრო რეალური ხდება - რას წარმოადგენენ ამ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები და რა შეიძლება დაუპირისპიროს მათ რუსეთმა?

უკრაინისთვის F-16-ების გადაცემა სულ უფრო რეალური ხდება -  რას წარმოადგენენ  ამ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები და რა შეიძლება დაუპირისპიროს მათ რუსეთმა?

უკრაინის კონტრშეტევამდე შეიძლება რამდენიმე კვირა ან რამდენიმე დღეც რჩება. უკრაინელებმა კარგად იციან, რომ გასული წლის შემოდგომის კონტრშეტევისგან განსხვავებით, ოკუპანტები ამჯერად, მეტ-ნაკლებად მზად არიან. შესაბამისად, დაკავებულ ტერიტორიებს ისე მარტივად აღარ დათმობენ.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა დასავლეთისგან რეგულარულად იღებს სამხედრო დახმარებას, მათ შორის მძიმე ტექნიკას - ტანკებს, არტილერიას, რასაც ახლა უკვე ფრთოსანი რაკეტები Storm Shadow დაემატა, ამ ეტაპზე მასშტაბური კონტრშეტევისგან თავს მაინც იკავებენ.

ჯერ კიდევ რჩება სივრცეები, სადაც უპირატესობა რუსებს აქვთ. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო ერთი კვირის განამვლობაში გააქტიურდა და საგარეო ვიზიტებს აწყობს. პრეზიდენტი, სავარაუდოდ დახმარების ახალ პაკეტებსა და მასში შემავალ ტექნიკაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, საფარნგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და დიდი ბრიტანეთის პრემიერ რიში სუნაკს.

ამ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინელ პილოტებს გადაამზადებდა. 10 მაისს Yahoo წერდა, რომ ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდება, ვინც უკრაინელ პილოტებს ნატოს სტანდარტებით გაწვრთნის.

ყველაფერი იქით მიდის, რომ, სავარაუდოდ, უკრაინას მართლაც გადასცემენ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, რასაც ქვეყანა ამდენი ხანაი ითხოვს.

  • რატომ ითხოვს უკრაინა F-16-ებს?

პირველ რიგში, იმიტომ რომ აღნიშნული საჰაერო ხომალდი მრავალფუნქციურია - პილოტებს შეუძლიათ როგორც საბაზისო დავალებების შესრულება, ასევე ცის დაცვა.

ფაქტია, რომ მიუხედავად დასავლეთის მიერ გადაცემული საჰაერო თავდაცვის სისტემებისა, ოკუპანტები მაინც ახერხებენ სხვადასხვა ქალაქების, სამხედრო ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას.

უკრაინას ამ ეტაპზე 4 ტიპის თვითმფრინავები ჰყავს: სუ-27 და მიგ-29 (გამანადგურებლები), სუ-25 (მოიერიშე) და სუ-24 (ბომბდამშენი).

როგორც უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი იური იგნატი ამბობს, F-16 ოთხივე ტიპის თვითმფრინავის ფუნქციებს ითავსებს.

"F-16-ს შეუძლია ოთხივე ტიპის საჰაერო ხომალდის ფუნქციების გაერთიანება და შესრულება. ეს თვითმფრინავია, რომელსაც შეუძლია სახმელეთო მიზნების სხვადასხვა ტიპის შეიარაღებებით განადგურება, ასევე საჰაერო იერიშების მოგერიება და ჩვენი ცის დაცვა. უნივერსალურობის გამო, დღეს F-16 მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული თვითმფრინავია“, - ამბობს იგნატი.

თუმცა პრობლემა არა მხოლოდ გადაცემაში, არამედ პილოტების მომზადებაშიც არის. ისინი საბჭოურ ტექნიკის გამოყენებას არიან შეჩვეული, დასავლური ტექნიკა კი განსხვავებულია. შესაბამისად, გადამზადებას სჭირდება ყველაზე დიდი დრო. ერთია, როდესაც პილოტმა აფრენა-დაფრენა იცის, მაგრამ მეორეა, როგორ გამოიყენებს თვითმფრინავს დავალების შესრულებისას. იგნატი ამბობს, რომ თანხმობის შემთხვევაში, ცნობილია იმ პილოტების ვინაობა, რომლებიც სწავლას დაიწყებენ.

"სია უკვე დიდი ხანია არსებობს. შესაძლოა, რაღაც ცვლილებები შევიტანოთ, იმიტომ რომ ვომობთ, თუმცა საჰაერო ძალების მეთაურმა ნიკოლაი ოლეშუკმა ის უკვე შეათანხმა. აქვე ვიტყვი, რომ ლაპარაკია არა მხოლოდ პილოტებზე, არამედ ინჟინერებზეც და ა.შ.“

  • რას დაუპირისპირებს რუსეთი F-16-ებს?

რუსეთს კარგი საჰაერო თავდაცვის სისტემები აქვს, მათი ნაქები, სხვა "უანალოგო“ ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, უნდა ვაღიაროთ, რომ საჰაერო თავდაცვა უმუშავებთ.

S-300, S-400-სსა და “პანცირს“ აქვთ იმის საშუალება, რომ წარამტებით ებრძოლონ F-16-ს ან მის ანალოგებს. თუმცა ვიდრე დაპირისპირება არ მოხდება, მტკიცებითი ფორმით ვერ ვიტყვით, ყოველ შემთხვევაში, დღეს არსებული ინფორმაციიდან ასე ჩანს.

ასევე სუ 35-ებს და მიგ 35-ებს შეუძლიათ შორ მანძილზე მოწინააღმდეგის სამიზნეების აღმოჩენა. ასეთი საჰაერო დუელი უკრაინის ცაზე უკვე გაიმართა. რუსულმა სუ 35-მა უკრაინული სუ 27 ჩამოაგდო. თუმცა F-16 და მისი მოდერნიზებული ვარიანტები სუ 27-ისგან ბევრად განსხვავდება.

სხვათა შორის, მასობრივი საჰაერო დუელები დასავლურ და საბჭოური თვითმფრინავებს შორის, ერთხელ ეგვიპტისა და ისრაელის ცაზე გაიმართა, რა დროსაც ებრაელებმა მოწინააღმდეგე სასტიკად გაანადგურეს.

ახლა მთავარი აქცენტი პილოტების გადამზადებაზე გაკეთდება, რადგან დამხამრე ტექნოლოგიები კი კარგია, მაგრამ მათ სწორი გამოყენებაა საჭირო. ამ ცოტა ხნის წინ გაჩნდა ინფორმაცია იმის თობაზეც, რომ არ არის გამორიცხული უკრაინამ ამ თვითმფრინავების ნაწილისთვის უცხოელი, გამოცდილი პილოტებიც დაიქირაოს.

იხილეთ ასევე:

.ავტორი: ანრი კურტანიძე