ავტორი:

ბათუმში "თიბისი“ ბანკში კრედიტოფიცერი დაჭრეს

ბათუმში "თიბისი“ ბანკში კრედიტოფიცერი დაჭრეს

ბათუმში "თიბისი“ ბანკის მთავარ ოფისში ბანკის კრედიტოფიცერი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ინციდენტის მიზეზი უცნობია. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

თავდამსხმელი ბანკის დაცვის თანამშრომლებმა მალევე დააკავეს. შემთხვევა ბანკის შენობის მეორე სართულზე მოხდა.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.