ავტორი:

"დათო ფორჩხიძე, ძველების ენაზე გეტყვი: შენი “ბავშვი” ტყეში დარბის..." - რამ გააღიზიანა სოფო ბათილაშვილი: თვეების წინ დაწყებული სკანდალი გრძელდება

"დათო ფორჩხიძე, ძველების ენაზე გეტყვი: შენი “ბავშვი” ტყეში დარბის..." - რამ გააღიზიანა სოფო ბათილაშვილი: თვეების წინ დაწყებული სკანდალი გრძელდება

სოფო ბათილაშვილის გარშემო რამდენიმე თვის წინ დაწყებული სკანდალი გრძელდება. ამჯერად მომღერლის გაღიზიანება დათო ფორჩხიძის ინტერვიუს მოჰყვა, რომელიც ნოე სულაბერიძეს გადაცემაში სტუმრობდა.

ყველაფერი "ევროვიზიის" შესარჩევი ტურებით დაიწყო, როდესაც "საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ კონკურსანტი "ვოისის" შედეგად უნდა შერჩეულიყო. სოფო ერთ-ერთი მონაწილე იყო, რომელიც ოთხი მენტორიდან სოფო ტოროშელიძის გუნდში მოხვდა, თუმცა 12 იანვარს, როდესაც ეთერში სოფო ტოროშელიძის და სტეფანეს გუნდის წევრები გამოდიოდნენ, სოფომ მაყურებლისგან ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო, მისმა მენტორმა კი გუნდიდან სხვა წევრი, ლიკა სირაძე გადაარჩინა. იმ დღეს, სოფო ბათილაშვილმა პროექტი დატოვა.

კონკურსი დათო ფორჩხიძის გუნდის წევრმა ირუ ხეჩანოვმა მოიგო. თუმცა რამდენიმე დღის წინ, ევროვიზის ფინალურ ტურზე გადასვლა ვერ მოახრხა და პირველივე ტურზე კონკურსს გამოეთიშა.

გადაცემაში ნოე სულაბერიძემ დათო ფორჩხიძეს სოფო ბათილაშვილის მისამართით კითხვა დაუსვა.

ნოე: შეაფასე ბათილაშვილზე რა მოხდა?

დათო ფორჩხიძე:

- ცუდი რამე მოხდა, გუშინაც ვნახე, მე მინდოდა ეგ ბავშვი ამეყვანა, მაგრამ ბლოკის ღილაკს დააჭირა სტეფანემ. ძალიან ძნელი იყო მაგ ბავშვის მხარდაჭერა. იმიტომ რომ თითქოს დარბაზი, ახლობლები და ნათესავები ამადლიდნენ რომ შენ ხომ უკვე მოიგე, ახლა ჩვენ გვაცალე. რა ეყოფა, გუშინ დაიწყო ბავშვმა, ვერ მივხვდი. თითქოს მისი დანაშაული იყო რომ ოდესღაც რაღაც მოიგო. თითქოს ორჯერ არ შეიძლება. ვხვდებოდი, რომ ბავშვი იჩაგრებოდა. მე არ ვამბობ, რომ ფინალამდე გავიყვანდი, მაგრამ შეიძლება მექნა. სოფოს ტოროშელიძეს სხვა არჩევანი დაუდგა. მე ის ბავშვი მეცოდებოდა, ვუთანაგრძნობდი, არ მინდა ეწყინოს.

დათო ფორჩხიძის შეფასებებს, სოფო ბათილაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

- ნოე სულაბერიძე გვარით რომ მომიხსენიებს, ალბათ ბოტანიკის მასწავლებელია ჩემი. ან ქეისი შევიდა ისტორიაში როგორც “ბათილაშვილის საქმე” და მოვლენებს ჩამოვრჩი.

დათო ფორჩხიძეს და მის კოლეგებს რაც შეეხება, მეტი გულწრფელობა, ან საერთოდ დუმილი იქნებოდა ჩემი რჩევა. ერთი უნდა ითქვას, დათო ფორჩხიძეს ადამიანურად მოუკვდა გული ჩემზე და ეს საცოდავი ესაო, დამიცვა.

მართლა ეს საცოდავები-მეთქი, ვფიქრობდი, რომ გავიგე რა ტრიალებდა და მაინც ყველა ბოლომდე თავმომწონედ განაგრძობდა ჟიურის თუ არაჟიურის სკამებზე ჯდომას, სიმღერას და ცეკვა-თამაშს.

სულ სხვისი ბრალია, იმიტომ რომ სულ თავის მოტყუებაა. თავის მოტყუებაში დიდი სიმშვიდეა და პატარა საჯდომი. ხოდა, ჩემო ლამაზო სამშობლო, ძაან მიყვარხარ, მაგრამ რავი.

ა, და ხო, დათო ფორჩხიძე, თქვენი, ძველების ენაზე გეტყვი: შენი “ბავშვი” ტყეში დარბის.