ავტორი:

"თიბისი" ბანკში კრედიტოფიცრის დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავეს - რა განცხადებას ავრცელებს შსს?

"თიბისი" ბანკში კრედიტოფიცრის დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავეს - რა განცხადებას ავრცელებს შსს?

პოლიციამ ბათუმში „თიბისი“ ბანკში კრედიტოფიცრის დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ი.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალში, ნაცნობი, ამავე ბანკის თანამშრომელი - 1988 წელს დაბადებული ჯ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ი.შ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.