ავტორი:

"ექსპერტიზის პასუხები დაუსრულებლად არ მოდის...შვილი მომიკლეს, დამნაშავე თავისუფალია" - დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა

"ექსპერტიზის პასუხები დაუსრულებლად არ მოდის...შვილი მომიკლეს, დამნაშავე თავისუფალია" - დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედა ნატო ხუტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს, რომ მისი შვილის მკვლელი თავისუფალია.

ის ასევე საუბრობს ექსპერტიზის პასუხების დაგვიანებაზე.

"შვილი მომიკლეს, დამნაშავე თავისუფალია, ექსპერტიზის პასუხები დაუსრულებლად არ მოდის. ამ ქვეყანას საქართველო ქვია" - წერს ხუტაშვილი.

ცნობისთვის, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმეზე, ბავშვის დედას და "უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი 28 აპრილს გადაეცათ.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გოგონას სხეულზე 40-მდე დაზიანება აღენიშნება. ასევე, სიკვდილის მიზეზი მექანიკური ასფიქსიაა.

დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წაიკითხეთ ასევე: