ავტორი:

ინდოეთის ოკეანეში ჩინური ნავი ჩაიძირა, დაკარგულია ეკიპაჟის 39-ვე წევრი

ინდოეთის ოკეანეში ჩინური ნავი ჩაიძირა, დაკარგულია ეკიპაჟის 39-ვე წევრი

ინდოეთის ოკეანეში ჩინური სათევზაო ნავი ჩაიძირა, მაშველები 39 ადამიანს ეძებენ, - ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაკარგულია ეკიპაჟის 17 ჩინელი, 17 ინდონეზიელი და 5 ფილიპინელი წევრი.

"ჯერჯერობით, არცერთი დაკარგული პირი არ არის ნაპოვნი“, - იუწყება ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია. მაუწყებლის ცნობით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ჩატარების განკარგულება გასცა.

შემთხვევის ადგილზე ავსტრალიიდან და რამდენიმე სხვა ქვეყნიდან სამძებრო- სამაშველო ჯგუფები ჩავიდნენ. ჩინეთმა ოპერაციაში დასახმარებლად ორი ხომალდი განათავსა.