ავტორი:

"დიდი ბასტი-ბუბუ ხდება პარლამენტში... მე და ქეთი თურაზაშვილს არც არავისთვის დაგვიჭერია მხარი და არც დარბაზიდან გავსულვართ" - ალეკო ელისაშვილი

"დიდი ბასტი-ბუბუ ხდება პარლამენტში... მე და ქეთი თურაზაშვილს არც არავისთვის დაგვიჭერია მხარი და არც დარბაზიდან გავსულვართ" - ალეკო ელისაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი პარლამენტში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის საკითხს.

"დიდი ბასტიბუბუ ხდება პარლამენტში. რამდენიმე ოპოზიციონერმა ჩუმად დააჭირა ხელი ოცნების სასარგებლო რამდენიმე კანდიდატს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის და მერე დარბაზიდან გავიდა. მე და ქეთი თურაზაშვილს არც არავისთვის დაგვიჭერია მხარი და არც დარბაზიდან გავსულვართ. მიდის ეხლა გარკვევა ვინ დააჭირა და ვინ არა. ან დაჭერა რა იყო, ან დარბაზიდან გავარდნა. ბასტიბუბუა მართლა" - წერს ელისშვილი.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთაგან ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობით არჩეულია 3 არამოსამართლე წევრი - ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი.

კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე დაფიქსირდა: 93-91-93.

კენჭისყრის პროცესი ამ წუთებში შეჩერებულია, რადგან ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა.

აღსანიშნავია, რომ თითქმის 2 წელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ადგილი ვაკანტურია. პარლამენტს მის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად ასარჩევად სულ 31 კანდიდატი წარედგინა, მათგან 2-მა - ანა აბაშიძემ და გიორგი ბურჯანაძემ მოგვიანებით კანდიდატურები მოხსნეს. თითოეულ კანდიდატს სათითაოდ ეყრება კენჭი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობა და ოპოზიცია საერთო მხარდაჭერის მქონე კანდიდატებზე უნდა შეთანხმებულიყო. "ქართული ოცნების" უმრავლესობას სულ 84 ხმა აქვს.

ასევე იხილეთ: