შარლიზ ტერონის ახალი გატაცება - უცხოური ტაბლოიდები მსახიობისა და მოდელ ალექს დიმიტრევიჩის რომანზე აქტიურად წერენ

შარლიზ ტერონის ახალი გატაცება  - უცხოური ტაბლოიდები მსახიობისა და მოდელ ალექს დიმიტრევიჩის რომანზე აქტიურად წერენ

ბრიტანული გამოცემა, Page Six იტყობინება, რომ შარლიზ ტერონის გული მოდელმა ალექს დიმიტრევიჩმა დაიპყრო. პაპარაცებმა ისინი პაემანზე ყოფნისას ხელჩაკიდებულიც დააფიქსირეს. ახლა კი Us Weekly იტყობინება, რომ წეყვილი უკვე რამდენიმე თვეა ერთად არის და ერთმანეთი ძალიანაც მოსწონთ.

წყაროს თქმით, შარლიზის და ალექსის ურთიერთობა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა "დიმიტრევიჩი დინჯი კაცია და შარლიზს ეს მოსწონს".

Daily Mail-ის მოპოვებულ ფოტოებში წყვილი ლოს ანჯელესში ხელჩაკიდებული მიაბიჯებს.

ტერონს უკანასკნელი გახმაურებული ურთიერთბა შონ პენთან ჰქონდა, წყვილი 2013-2015 წლებში ხვდებოდა ერთმანეთს. ტერონს ორი ქალიშვილი ჰყავს, ჯექსონი და აუგუსტი, რომლებიც მან 2012-2015 წლებში იშვილა.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა