ავტორი:

ხმაურია ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სამუშაო ოთახში - ადგილი აქვს ხმამაღალ კამათსა და სავარაუდოდ, სიტყვიერ დაპირისპირებას

ხმაურია ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სამუშაო ოთახში - ადგილი აქვს ხმამაღალ კამათსა და სავარაუდოდ, სიტყვიერ დაპირისპირებას

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სამუშაო ოთახში თანაფრაქციელებთან შეხვედრა, რომელთაც არსებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანდიდატებს დაუჭირეს მხარი, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

  • ადგილი აქვს ხმამაღალ კამათს და სავარაუდოდ, სიტყვიერ დაპირისპირებას.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები მიიჩნევენ, რომ მათ ფრაქციაში იმ დეპუტატების ადგილი არ არის, ვინც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში "კლანი" გააძლიერა,

ფრაქციის სამუშაო ოთახში იმყოფებიან ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, შეხვედრა უკვე დატოვა როსტომ ჩხეიძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსია შეივსო. 90 ხმაზე მეტი ხმა ტრისტან ბენაშვილმა (93 ხმა), გიორგი გზობავამ (91 ხმა) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 ხმა) მიიღეს და შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების“ უმრავლესობას პარლამენტში სულ 84 ხმა აქვს.

თითქმის ორი წელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის თანამდებობა ვაკანტურია. პარლამენტის მიერ არჩეულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს უფლებამოსილების ვადა ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში ამოეწურათ. საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის თანამდებობა ვაკანტურია მას შემდეგ, რაც საბჭოს არამოსამართლე წევრებს: - ნაზი ჯანეზაშვილს, ირმა გელაშვილს, ლევან გზირიშვილს, ზაზა ხარებავას და შოთა ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა გაუვიდათ. შესაბამისად, 2021 წლის ივნისიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 15 წევრის ნაცვლად, მხოლოდ 10 წევრია.

წაიკითხეთ ასევე: