32 წლის გიორგი ზირაქაშვილს, რომელსაც თვალის დაავადება კერატოკონუსი დაუდგინდა, დახმარება ესაჭიროება. ინფორმაციას ახალგაზრდა მამაკაცი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი ინფორმაციით, საჭიროა ოპერაცია, რაღა მოხდეს თვალის რქოვანის გადანერგვა. ოპერაცია დიდ თანხასთან არის დაკავშირებული ამიტომ საჭიროებს საზოგადოების მხრიდან დახმარებას:
"მეგობრებო დამიდგინდა მხედველობის თვალის პრობლემა "კერატოკონუსი" მეოთხე სტადია. ასაკობრივი ეს არის დაავადება მოკლედ უხეშად რომ ვთქვათ სკდება, თეთრდება თვალი და ბრმავდება ადამიანი.
სასწრაფოდ მჭირდება ოპერაცია, რომელიც არ ფინანსდება და ერთი თვალის ღირებულება არის 10280.00 ლარი. "თვალის რქოვანას" გადანერგვა რომ მოხდეს დონორი უნდა მოიძებნოს ამერიკაში. ანუ ვიღაც, რომ გარდაიცვალა, მოხდა მისი თვალის შენახვა და შემდეგ ხდება მისი ჩამოტანა და გადანერგვა.
იმედია მიიღებს ჩემი სხეული და არ დავბრმავდები. ადამიანურად გთხოვთ ვისაც რის საშუალება გაქვთ რომ დამეხმაროთ და გააზიაროთ პოსტი" - წერს მამაკაცი.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშის ნომრებზე:
საქართველოს ბანკი : #GE35BG0000000100861362
თიბისი ბანკი : #GE67TB7302445064300010
მიმღები გიორგი ზირაქაშვილი
მობილურის ნომერი 557504245
ცნობისთვის, კერატოკონუსი რქოვანას დეგენერაციული დაავადებაა, რომლის დროსაც რქოვანა თხელდება და კონუსის ფორმას იღებს. რქოვანა არის თვალის ფერადი გარსის წინ მოთავსებული გამჭვირვალე გარსი, რომელიც ნორმალურ მდგომარეობაში სფეროსებრი მოყვანილობის არის. კერატოკონუსის დროს კი რქოვანას სფეროსებრი ფორმა იცვლება კონუსისებრი ფორმით, რქოვანა გარსი თხელდება და წინ იზნიქება. რქოვანას ფორმისა და სისქის ცვლილება იწვევს მისი ოპტიკური ფუნქციის ცვლილებას, რის შედეგადაც ხდება მხედველობის გაუარესება - ვითარდება მიოპია და მაღალი ხარისხის ასტიგმატიზმი. კერატოკონუსს რქოვანა გარსის პროგრესირებადი გათხელება ახასიათებს და ცვლილებები, როგორც წესი, ორივე თვალზე ვითარდება.