ავტორი:

"სასამართლომ "რუსთავი 2"-ის სასარგებლოდ 12 ათასი ლარის გადახდა დამაკისრა" - რას წერს ეკა კვესიტაძე?

"სასამართლომ "რუსთავი 2"-ის სასარგებლოდ 12 ათასი ლარის გადახდა დამაკისრა" - რას წერს ეკა კვესიტაძე?

"მთავარი არხის" წამყვანი ეკა კვესიტაძე წერს, რომ სააპელაციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის სასარგებლოდ 12 ათასი ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრეს.

"მოკლედ, ასეთი ამბავია. დღეს სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის სამმა მოსამართლემ - ოთარ სიჭინავამ, გოჩა ჯეირანაშვილმა და ლაშა თავართქილაძემ - კიდევ ერთი უკიდურესად სამარცხვინო და უტიფარი გადაწყვეტილება გამოიტანეს და რუსთავი 2-ის სასარგებლოდ 12 ათასი ლარის ჯარიმა დამაკისრეს მე, რომელსაც 2019 წელს პაატა სალიამ სრულიად დისკრიმინაციულ საფუძველზე არათუ ჩემი კუთვნილი ხელფასი არ გადამიხადა, არამედ პრესკონფერენციაზე გაგვათავისუფლა 5 ჟურნალისტი და პროდიუსერი იმ მოტივით, რომ ჩვენი მის საინფორმაციო პოლიტიკას არ ვეთანხმებოდით.

ანუ "რუსთავი 2"- მა ხელფასი არ მომცა, საპენსიო ფონდიდან დაბრუნებული ჩემი კუთვნილი ფულიც კი მიითვისა, სამსახურიდან გამომაგდო და ერთი წლის თავზე სარჩელი შეიტანა სასამართლოში, რომ მე ჩემი ნებით წავედი და კონტრაქტი ცალმხრივად გავწყვიტე. ეს სარჩელი სასამართლომ, რასაკვირველია, დაუკმაყოფილა. ამაზე დიდი უსამართლობა და უტიფრობა იშვიათად მინახავს. მაგრამ მოვა დრო და ყველა აგებს პასუხს. ამ კორუმპირებული ძირგამომპალი სასამართლო სისტემისგან თუ არ გავთავისუფლდით, ასეთი ტიპის უსამართლობა ყველას შეეხება.

ეს უბრალოდ დასაწყისია. ხვალ 11 საათზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად პრესკონფერენცია გვექნება. p.s. კომენტარებში ჩავაგდებ სიუჟეტებს როგორ გვათავისუფლებს სამსახურიდან სალია და როგორ გააშუქა მისი ეს გადაწყვეტილება სახელისუფლებო მედიამ" - წერს კვესიტაძე.