ავტორი:

"ირაკლი კობახიძემ მიწოდა საცოდავი კაცი... ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო" - ლევან ბერძენიშვილი

"ირაკლი კობახიძემ მიწოდა საცოდავი კაცი... ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო" - ლევან ბერძენიშვილი

"ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო" - ასე ეხმაურება ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მას "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "საცოდავი კაცი" უწოდა.

როგორც ბერძენიშვილი ამბობს, არ აპირებს კობახიძისგან მსგავსი შეურაცხყოფა აიტანოს.

"ირაკლი კობახიძემ მიწოდა საცოდავი კაცი, მე უნდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან ცნობილი ფსიქოლოგიური საკითხი „ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო“, საცოდავი მე და მაგას შორის ვინ არის, მე ძალიან კარგად ვხედავ. დიახ, მე საცოდავი ვარ და ყველანი საცოდავები ვართ, ისეთი ხალხის ხელში აღმოვჩნდით. მაგრამ უნდა შევახსენო ბატონ ირაკლის, რომ ადამიანის და პიროვნების შეფასების კრიტერიუმები არსებობს - ზოგს აფასებენ იმის მიხედვით, რა გააკეთა, ზოგს ბიოგრაფიაში რა აქვს, ზოგს რა დაწერა, რა გამოაქვეყნა" - განაცხადა ლევან ბერძენიშვილნა "ფორმულას" ეთერში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კობახიძემ აღნიშნა, რომ ლევან ბერძენიშვილი საცოდავი კაცია და ამას აქვს ორი მიზეზი: ერთი, ეს არის მისი ფსიქოლოგიური, მენტალური პრობლემები; მეორე კი ის, რომ ყოველთვის ასრულებს გარედან მიღებულ დავალებას.

ამ განცხადებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი გამოეხმაურა პროფესორ ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, რომ მის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იყო მობილიზებული, რომელიც მათ წინააღმდეგ ხელისუფლებამ განაწყო.

წაიკითხეთ ასევე: