ინდოელი სტუდენტი, რომელსაც ბათუმში რამდენიმე კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას tv25.ge ავრცელებს. გარდაცვლილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობდა.
დაკარგულ სტუდენტს მეგობრები 22 აპრილის შემდეგ ვერ უკავშირდებოდნენ.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.