ავტორი:

ოკუპირებულ აფხაზეთში აპირებენ, ტურისტებსა და ადგილობრივებს "არასათანადოდ ჩაცმა" აუკრძალონ

ოკუპირებულ აფხაზეთში აპირებენ, ტურისტებსა და ადგილობრივებს "არასათანადოდ ჩაცმა" აუკრძალონ

აფხაზეთში, შესაძლოა, ადგილობრივებსა და ტურისტებს "არასათანადოდ ჩაცმა“ აუკრძალონ. საკითხი აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის "სახელმწიფო სამართლებრივი პოლიტიკის კომიტეტის“ სხდომაზე განიხილეს.

იმსჯელეს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპრექტზე და დააყენეს წინადადება, რომ დაამატონ წესი, რომლის მიხედვითაც, სტუმრებსა და აფხაზეთის მაცხოვრებლებს საზოგადოებრივ ადგილებში არასათანადოდ ჩაცმა აეკრძალებათ.

განხილვის შემდეგ "კომიტეტის" წევრებმა გადაწყვიტეს "პარლამენტს სესიის" მომდევნო სხდომაზე რეკომენდაცია გაუწიონ ე.წ. კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას.

უცნობია, თუ რას გულისხმობენ "არასათანადოდ ჩაცმაში" ან როგორი დრესკოდი დაუწესდებათ ადამიანებს.

წყარო