ავტორი:

ფეხბურთის მწვრთნელს, რომელიც სასამართლომ 12 წლის მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში დამნაშვედ ცნო, 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ფეხბურთის მწვრთნელს, რომელიც სასამართლომ 12 წლის მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში დამნაშვედ ცნო, 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ფეხბურთის მწვრთნელი სასამართლომ 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედებაში დამნაშვედ ცნო და 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს.

"ეს წუთია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო ფეხბურთის მწვრთნელი 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ოთხივე ეპიზოდში და 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარყვნილი ქმედება, მათ შორის გამოიხატებოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ხელით შეხებასა და კოცნაში. მოსამართლე რომან ხორავა. #PHR-ი თხოვნით მიმართავს მედია საშუალებებს მკაცრად დაიცვან მსხვერპლი ბავშვის კონფიდენციალობა", - ვკითხულობთ განცხადებაში.