ავტორი:

"უკრაინელებმა ბახმუტის მიმართულებით 150-1700 მეტრით წინ წაიწიეს" - სერჰი ჩერევატი

"უკრაინელებმა ბახმუტის მიმართულებით 150-1700 მეტრით წინ წაიწიეს" - სერჰი ჩერევატი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ბახმუტის მიმართულებით 150-1700 მეტრით წინ წაიწიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პრესსპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.

"აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების ეპიცენტრად ბახმუტი რჩება. ჩვენი ქვედანაყოფები აგრძელებენ წინსვლას ფლანგებზე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამჟამად პერსონალის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის კუთხით უპირატესობა არ აქვთ. მოვახერხეთ 150-დან 1700 მეტრამდე წინ წაწევა,“ - აღნიშნა სერჰი ჩერევატიმ.

ამასთან, მისი თქმით, მტერი კვლავ ცდილობდა მის მიერ თითქმის მთლიანად განადგურებული ბახმუტის აღებას. კერძოდ, გასული დღის განმავლობაში რუსებმა უკრაინის პოზიციებს არტილერიის გამოყენებით ცეცხლი 487-ჯერ გაუხსნეს და 6 საჰაერო იერიში განახორციელეს. ამასთან, რუსულ და უკრაინულ ძალებს შორის 25 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

სერჰი ჩერევატის ინფორმაციით, უკრაინელებმა 130 ოკუპანტი გაანადგურეს და 4 ტყვედ ჩაიგდეს. მოწინააღმდეგის კიდევ 145 მებრძოლი კი დაშავდა.