ავტორი:

მიხეილ სააკაშვილი ოდესაში ბინას ყიდის? - ექსპრეზიდენტის სახლის აქამდე უცნობი ფოტოები: რას წერს უკრაინული მედია

მიხეილ სააკაშვილი ოდესაში ბინას ყიდის? - ექსპრეზიდენტის სახლის აქამდე უცნობი ფოტოები: რას წერს უკრაინული მედია

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, ოდესაში ბინას ყიდის. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

გამოცემა strana წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ოროთახიანი ბინა არის ბოლო სართულზე, მანსარდით და ხედით ზღვისკენ.

გამოცემა ასევე სააკაშვილის ბინის ფოტოებს ექსკლუზიურად აქვეყნებს.

როგორც strana წერს, ბინის საბაზრო ფასი, დაახლოებით, 200 ათასი დოლარია, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად გაიყიდება ის ახლა, რადგან ომის პერიოდში ბინების ფასი უკრაინაში მკვეთრად გაიაფებულია.

ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2021 წლის პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ექსპრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო. ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ ის კლინიკაში მოათავსეს. ამ დროისთვის სააკაშვილს კლინიკა "ვივამედში" მკურნალობენ.