ავტორი:

ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს

ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს

Nikkan Sports-თან საუბარში ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ - ტოჩინოშინმა, განაცხადა, რომ კარიერას ასრულებს.

როგორც ის აღნიშნავს, მისი ბოლოდროინდელი გამოსვლა დოჰიოზე ისეთი არაა, როგორც ნამდვილ სუმოს მებრძოლს შეშვენის და რცხვენია, როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდის.

გორგაძემ თქვა, რომ ტრავმა ჯერ კიდევ აწუხებს და ამიტომ, მარცხენა ხელს სრული დატვირთვით ვერ ხმარობს.

ინფორმაციისთვის, 35 წლის ქართველმა სუმიოსტმა მიმდინარე ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეხუთე მარცხი (შიმაძუუმისთან იორიკირით) განიცადა.

სავარაუდოდ, ლევანი ამ ბაშოს ჩაამთავრებს და კარიერასაც შემდეგ დაასრულებს.

წყარო: sportall.ge