ავტორი:

ომში დაღუპული ახალგაზრდის ოჯახს პრემიერის შვილის გატაცება ბრალდება - "აშოტ ფაშინიანს ქალმა უთხრა რომ, დასაკარგი არაფერი ჰქონდა და სასაფლაოზე გადაწყვეტდა მის ბედს"

ომში დაღუპული ახალგაზრდის ოჯახს პრემიერის შვილის გატაცება ბრალდება - "აშოტ ფაშინიანს ქალმა უთხრა რომ, დასაკარგი არაფერი ჰქონდა და სასაფლაოზე გადაწყვეტდა მის ბედს"

ყარაბაღის ომში დაღუპული სომეხი ჯარისკაცის ოჯახის წევრებს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შვილის გატაცებაში სდებენ ბრალს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სომხეთში აშოტ ფაშინიანის გატაცების მცდელობის მუხლით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

"გამტაცებლები საზოგადოებრივი ორგანიზაცია "შვილების ძახილის" წევრები იყვნენ. ეს ორგანიზაცია სომხეთ-აზერბაიჯანის 44-დღიანი ომის დროს დაღუპული სომეხი ჯარისკაცების მშობლებმა შექმნეს. 8 მაისს მათ ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით კამპანია წამოიწყო...

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ორგანიზაციის წევრების გარიკ გალეიანის, გაიანე მარტიროსიანის, ვიგენ აზატიანისა და ვაიდ სააკიანის წინააღმდეგ" - წერს სომხური მედია.

  • ორგანიზაციის წევრების თქმით, არავითარი გატაცება არ ყოფილა, უბრალოდ, მათ აშოტ ფაშინიანს აიძულეს მანქანაში ჩაჯდომა, მან კი ავტომანქანიდან გადახტომა სცადა, რის შემდეგაც მას ამავე ორგანიზაციის წევრის ავტომობილი დაეჯახა, თუმცა ეს განზრახ არ მომხდარა...

შედეგად, პრემიერ-მინისტრს ვაჟს დაზიანებული აქვს ქვედა კიდურები, ორგანიზაცია "შვილების ძახილის" წევრები ადგილიდან მიიმალნენ.

"შვილების ძახილის" წარმომადგენლების განცხადებით, მათ შენიშნეს, თუ როგორ გამოვიდა აშოტ ფაშინიანი სასამართლო შენობიდან მაშინ, როდესაც ისინი იქ აქციას მართავდნენ. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რომელიც შემდეგ ფიზიკურში გადაიზარდა.

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ნიკოლ ფაშინიანის შვილს თავს ესხმიან. 2 აპრილს, სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა გაავრცელა განცხადება, რომ აშოტ ფაშინიანს უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანები დაესხნენ თავს. თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ პოლიციაში საჩივარი არ შესულა და აშოტ ფაშინიანმაც, პრემიერ-მინისტრის კუთვნილებაში არსებულ გამოცემა Айкакан Жаманак -თან საუბარში ეს ინფორმაცია უარყო.

ადგილობრივების ცნობით, ორგანიზაცია "შვილების ძახილი" გარიკ გალეიანს ეკუთვნის, რომლის შვილიც მთიანი ყარაბაღის მეორე ომში დაიღუპა. გალეიანი პრემიერ-მინისტრის შვილზე თავდასხმას უარყოფს.

"როდესაც აშოტ ფაშინიანი ადმინისტრაციული სასამართლოს შენობიდან გამოვიდა, მას ომში დაღუპული ჯარისკაცის, ჟორა მარტიროსიანის დედა, გაიანე მიუახლოვდა და მანქანით, "ერაბლურში", სამხედრო სასაფლაოზე წასვლა შესთავაზა. დანარჩენებმა, ვინც იქ იდგნენ, მას უთხრეს, გაჰყოლოდნენ სასაფლაოზე, რათა ენახა, რა ჩაიდინეს მისმა მშობლებმა" - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, მას შემდეგ, რაც ქალმა მანქანაში პრემიერის შვილი ჩასვა, 2020 წლის ომსა და ხალხის დაღუპვაზე დაიწყო საუბარი, რასაც ქალის მხრიდან არაადეკვატური ქმედება ახლდა თან, მანქანის სიჩქარეს მოუმატა და ხმამაღლა ყვიროდა, რა დროსაც ფაშინიანის ვაჟი მანქანიდან ჩასვლას შეეცადა.

"ქალმა უპასუხა, რომ მას შვილი მოუკლეს, დასაკარგი არაფერი აქვს და მზად არის თავადაც მოკლას აშოტი... სამხედრო სასაფლაოზე უნდა წაეყვანა და იქ გადაწყვეტდა მოეკლა თუ გაეშვა" - წერს გამოცემა.

თუმცა, გალეიანის მტკიცებით, არავითარი ძალდატანება არ ყოფილა, მან მშვიდად გააღო მანქანის კარი და ჩაჯდა. "მე მას არც გამოვლაპარაკებივარ... შემდეგში რა და როგორ მოხდა, ამის ნახვა სათვალთვალო კამერებითაც შეუძლიათ, ცხადია, თუ მოისურვებენ" - ამბობს ის.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციაში საჩივარი შეიტანა თავად აშოტ ფაშინიანმა, გამოძიება დაწყებულია და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 8-დან 12 -წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.