ავტორი:

ვახტანგ გომელაურმა და ვაჟა სირაძემ ავარიის შედეგად დაღუპული პოლიციელების ოჯახებს მიუსამძიმრეს (ფოტო)

ვახტანგ გომელაურმა და ვაჟა სირაძემ ავარიის შედეგად დაღუპული პოლიციელების ოჯახებს მიუსამძიმრეს (ფოტო)

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ შიდა ქართლში, კერძოდ ქარელში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი სამართალდამცავების ოჯახებს მიუსამძიმრეს.

დაღუპული პოლიციელების ოჯახებში გომელაური და სირაძე სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ.

უბედური შემთხვევა ქარელში გუშინ მოხდა. ავარიის შედეგად პატრულის თანამშრომლები ომარ ქარელი და ვანო ბასანიძე დაიღუპნენ.

როგორც გაირკვა, ისინი სამსახურეობრივი მანქანით იყვნენ გაჩერებული, რა დროსაც თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა დაეჯახათ. შემთხვევის შედეგად პოლიციის ორივე თანამშრომელი ადგილზე დაიღუპა. დამნაშავე მძღოლი "გორმედის" ქსელის ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც ირკვევა, მას სერიოზული დაზიანება არ ჰქონდა. კლინიკის დატოვების შემდეგ პოლიციამ ის დააკავა.