ავტორი:

რუსებმა უკრაინას 39 სარაკეტო და 39 ავიადარტყმა მიაყენეს - გენშტაბი უკრაინში ბოლო ერთ დღის შეტევის მონაცემებს აქვეყნებს

რუსებმა უკრაინას 39 სარაკეტო და 39 ავიადარტყმა მიაყენეს - გენშტაბი უკრაინში ბოლო ერთ დღის შეტევის მონაცემებს აქვეყნებს

რუსულმა ძალებმა უკრაინას ერთ დღეში 39 სარაკეტო და ამდენივე საჰაერო დარტყმა მიაყენეს და ქვეყნის თავდაცვის ძალების პოზიციები და მოსახლეობა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 50-ჯერ დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, მოწინააღმდეგემ, გასული დღის განმავლობაში, სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებით 10-ზე მეტი დასახლება და კუპიანსკის 10-ზე მეტი სოფელი და ქალაქი ნაღმმტყორცნებისა და არტილერიის გამოყენებით დაბომბა.

"ლიმანისა და ავდიივკას მიმართულებით ოკუპანტებმა საჰაერო და სარაკეტო დარტყმები განახორციელეს, ბახმუტის მიმართულებას კი ავიადარტყმები მიაყენეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების განმარტებით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ალბათობა კვლავ ძალიან მაღალია.