ავტორი:

"ქართველები ბრძოლის ველზე არასოდეს ტოვებენ თავიანთ დაჭრილებს და დაღუპულებს. რუსი ამის გამო თავს არასდროს იწუხებს" - უკრაინაში გაზრდილი ქართველი ბიჭის ბრძოლა ორი სამშობლოსთვის

"ქართველები ბრძოლის ველზე არასოდეს ტოვებენ თავიანთ დაჭრილებს და დაღუპულებს. რუსი ამის გამო თავს არასდროს იწუხებს" - უკრაინაში გაზრდილი ქართველი ბიჭის ბრძოლა ორი სამშობლოსთვის

ნიკა ბიჩახია უკრაინაში გაზრდილი ქართველია, დედა უკრაინელი ჰყავს. ჰოლანდიაში იყო, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ერთ კვირაში უკვე უკრაინაში იყო. "ნიკა ბიჩახია, რომელიც ღირსეულად ატარებს "კავკასიის ლეგიონის სახელს“, დაჯილდოებულია პირადად მთავარსარდალი ვალერი ჟალუზნისგან და პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკისგან პირველი, მეორე და მესამე ხარისხის მამაცობისთვის“, - გვიყვება მისი მეთაური ლადო გამსახურდია. როგორც ნიკას თანამებრძოლები ამბობენ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მებრძოლია, სიმამაცით, შეუპოვრობითა და გონიერებით. როგორ მოხვდა უკრაინაში გაზრდილი ქართველი მებრძოლი "კავკასიურ ლეგიონში“, რა იცის სამშობლოს შესახებ და როგორია მისი სამომავლო გეგმები? - ამის შესახებ ნიკა ბიჩახია თავად გვიამბობს:

- მამა საქართველოდან უკრაინაში 90-იან წლებში ჩამოვიდა და დედაჩემიც იქ გაიცნო. სხვათა შორის, დეიდაჩემი თბილისში ცხოვრობს და მასთან ხშირად ჩამოვდიოდი, ძალიან მიყვარს საქართველო და ქართველები. ამ ქვეყანაში ყველაფერია, იმისათვის, რომ უკეთესი ცხოვრება შექმნან, ხალხიც ნიჭიერია. არ უნდა იყოს საქართველო ღარიბი ქვეყანა!

- მშობლები ქართული ადათ-წესებით გზრდიდნენ თუ უკრაინული კულტურის ნაწილად უფრო გრძნობთ თავს?

- საქართველოში დავიბადე და 8 წლამდე იქ ვიზრდებოდი. ახლაც მახსოვს საბავშვო ბაღი, სადაც დავდიოდი. დედაჩემმა კარგად იცის ქართული. მე ყველაფერი მესმის, მაგრამ, ლაპარაკი მიჭირს. ამ ხარვეზს აუცილებლად გამოვასწორებ. ჩემი და-ძმა ახლა სწავლობენ. იცით, მამა თითქმის არასდროს იყო სახლში, შემდეგ საერთოდ მოუწია უკრაინიდან წამოსვლა და ფაქტობრივად, მამის გარეშე გავიზარდე.

- როგორც ვიცი, ომის დაწყების დროს ჰოლანდიაში ცხოვრობდით, უკრაინაში რატომ დაბრუნდით?

- იმიტომ, რომ ოჯახი - და და ძმა, თავისი პატარა შვილებით უკრაინაში მყავდა. ისინი უნდა დამეცვა. სერჟანტის სკოლა მაქვს გავლილი და მესმის ეს საქმე.

- "კავკასიურ ლეგიონში“ როგორ მოხვდით?

- ერთ-ერთი საბრძოლო შეტაკების შედეგად მძიმედ დავიჭერი და საავადმყოფოში მოვხვდი. ისიც დაჭრილი იყო. გამიხარდა ქართველი, თანაც მეგრელი რომ ვნახე, მალევე დავმეგობრდით. ხშირად ვსაუბრობდით საქართველოზე, მის ისტორიაზე, აწმყოზე, მომავალზე...

ლადო გამსახურდიასთან ერთად

მაშინ ლადო ორგანიზაცია "მრგვალი მაგიდა, თავისუფალი კავკასიის“ ხელმძღვანელი იყო. როგორც თავად ამიხსნა, ეს ორგანიზაცია 2020 წლიდან მუშაობდა საქართველოში. მათი მიზანი კავკასიური ერების რუსეთიდან გამოყოფა იყო. ძალიან მომეწონა ეს იდეა. როდესაც გავიგე, რომ ლადო ამ ორგანიზაციის სამხედრო ფრთას ქმნიდა, გამიხარდა და ჩემი ასეულით, ორგანიზაციის წევრი გავხდი. რაც უფრო ბევრი გაიგებს კავკასიაში ამ ორგანიზაციის არსებობას და ბევრი შემოგვიერთდება, მით უფრო მალე გავყრით რუსებს კავკასიიდან.

- რას იტყვით, ქართველი მებრძოლებზე, რა წარმოდგენა შეგექმნათ მათზე?

- საუკეთესო მეომრები არიან, გამოცდილები, ბრძოლა იციან, ძალიან მიყვარან, ვაფასებ და ვამაყობ მათით.

- ქართველ, უკრაინელ და რუს მებრძოლებს შორის რა არსებით სხვაობას ხედავთ?

- ქართველები და ზოგადად კავკასიელები ბრძოლაში ბოლომდე იხარჯებიან. ამასთანავე, ბრძოლის ველზე არასოდეს ტოვებენ თავიანთ დაჭრილებს და დაღუპულებს. უკრაინელებს თუ აქვს საშუალება, გამოიყვანენ, თუ არ აქვთ, არ გამოიყვანენ, რუსი ამის გამო თავს არასდროს იწუხებს.

- საკუთარ პიროვნებაშიც თუ ხედავთ ქართულ ხასიათს?

- რა თქმა უნდა, მებრძოლი ხასიათი ქართველებისგან გადმომეცა. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ მე ვარ წმინდა სისხლის ქართველი, სამეგრელოდან. ძალიან ვამაყობ ამით.

- ბოლოს როდის იყავით საქართველოში?

- საქართველოში ბოლოს 2014 წელს ვიყავი. ხობის რაიონში, სოფელ ნოჯიხევში მამაჩემის სახლის გაკეთება გადავწყვიტე. დეიდა მეხმარება ამ საქმეში. ომი რომ დამთავრდება, ერთი წლით ჰოლანდიაში წავალ, დაწყებულ საქმეებს მოვაგვარებ და მერე საქართველოში დავბრუნდები. ჩემს სამშობლოში უნდა მოვიწყო ბუდე.

- რა სპეციალობა გაქვთ, ომში წასვლამდე რას საქმიანობდით?

- რკინის ოსტატი ვარ. ამასთანავე, სამხედრო სკოლაც მაქვს დამთავრებული, უფროსი სერჟანტის წოდება მაქვს. ახლა ძალიან მიხარია, რომ თავის დროზე სამხედრო განათლება მივიღე, ძალიან გამომადგა.

- ომის დაწყებამდე, რუსების მიმართ როგორი დამოკიდებულება გქონდათ?

- ყოველთვის ვიცოდი, რომ რუსების მხოლოდ 10 % -ია ნორმალური, დანარჩენი, უბრალოდ, ბიოლოგიური ნაგავია.

- რა იყო ყველაზე დიდი სირთულე ამ ომში თქვენთვის?

- ყველაზე რთულია, როდესაც შენი მებრძოლები შენს იმედზე არიან და ვერ ეხმარები. არასდროს დამავიწყდება ის მომენტი, როდესაც ქალაქ პოპასნადან ჩემი ხალხი ვერ გამომყავდა. ვიცოდი, რომ დაჭრილები იყვნენ და მინდოდა, დროულად მივშველებოდი. ჯერ ბრძანება არ იყო, მერე ბრძანება მოვიდა, მაგრამ წინ უამრავი დაბრკოლება შეგვხვდა. ძალიან რთული ბრძოლის შედეგად შევძელით ალყაში შეღწევა და ჩვენი ბიჭების გამოყვანა. მეორე შემთხვევა იყო ტოშოვკაში, დაჭრილები გვყავდა, "ვაგენერელებს" ვებრძოდით და უკან დახევა არ შეგვეძლო. მაშინ " ვაგნერელების" ბატალიონი ციხიდან გამოყვანილი ქურდებისა და ბანდიტებისგან კი არ შედგებოდა, პროფესიონალი მებრძოლებისგან იყო დაკომპლექტებული.

- რისი თქმა შეგიძლიათ, ნამდვილი "ვაგნერელების" საბრძოლო შესაძლებლობებზე, ლეგენდები მათ შესახებ სიმართლესთან რამდენად ახლოსა არის?

- "ვაგნერელებთან" 24-საათიანი ბრძოლა მოგვიწია, ასმეტრიანი დისტანციიდან. შეიძლება ითქვას, რომ სასტიკი მებრძოლები იყვნენ, მაგრამ ჩვენ ის დანაყოფი სრულად გავანადგურეთ. ალაფად ორი ტანკი, ორი ბეტეერი და იარაღი წამოვიღეთ.

- რას ელით ამ ომიდან?

- მხოლოდ გამარჯვებას, სხვას არაფერს. ძალიან მინდა, რომ "კავკასიური ლეგიონი“ კიდევ უფრო გაიზარდოს, გაძლიერდეს და კავკასიიდან რუსები ჩვენ გავყაროთ.