ავტორი:

რუსული თვითმფრინავი რეისის ნომრით AZO-851 თბილისში დაეშვა - რა ხდება აეროპორტში?

რუსული თვითმფრინავი რეისის ნომრით AZO-851 თბილისში დაეშვა - რა ხდება აეროპორტში?

მოსკოვი-თბილისის რეისი ნომრით AZO-851 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. აეროპორტთან, სადაც საპროტეტსო აქცია მიმდინაროებს, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული - შეიმჩნევა პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა. რკინის ბარიკადებით გადაკეტელია აერპორტამდე მისასვლელიც.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მოქალაქეების აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე შესვლას აკონტროლებენ.

როგორც პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის სხვა რეისით ჩამოფრინდა საქართველოში და აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიცია აეროპორტის შიდა ტერიტორიაზეც არის მობილიზებული.

საპატრულო პოლიციის მობილიზებაზე ისაუბრა საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემაც.

"სადაც არის აქცია დაანონსებული, იმის შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ყოველთვის იმყოფებიან ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით. შესაბამისად, აქ გასაკვირი არაფერია”, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

საპროტეტსოდ შეკრებილი მოქალქეები ამბობენ, რომ სიმბოლურია პირველი რუსული რეისის შესრულების თარიღი, რაც რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ გიგა ოთზოზორიას მკვლელობის დღეს დაემთხვა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლითაც გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა. იმავე დღეს გამოიცა პუტინის მეორე ბრძანებულებაც, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.

იხილეთ ასევე: