პარტია "ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოს "ჩუმი ანექსია“ მიმდინარეობს.
მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეებს სასწრაფოდ სავიზო რეჟიმი უნდა დაუწესდეს.
"გაიღვიძე საქართველო! გამოფხიზლების დროა! მიმდინარეობს საქართველოს ჩუმი ანექსია - ანექსია მარტო ტანკი არ არის. სასწრაფოდ რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი დაუწესდეს! ასე თუ გაგრძელდა, საქართველოს ქართველების გარეშე მივიღებთ!”, - განაცხადა ხაზარაძემ.