ავტორი:

"თქვენმა ხელისუფლებამ 2 სკოლაში ვაშლები ვერ დაარიგა, რისი დამრიგებელი ხართ, დროშა ვერ ჩამოგიკიდებიათ" - რომან გოცირიძე განათლების მინისტრს

"თქვენმა ხელისუფლებამ 2 სკოლაში ვაშლები ვერ დაარიგა, რისი დამრიგებელი ხართ, დროშა ვერ ჩამოგიკიდებიათ" - რომან გოცირიძე განათლების მინისტრს

"ერთ რაიონს "გადაკარით“, პირველკლასელებს აფინანსებსო. იმან პირველკლასელები მაინც დააფინანსა და უზრუნველყო 30 სკოლის ფარგლებში, თქვენმა ხელისუფლებამ 2 სკოლაში ვაშლები ვერ დაარიგა - თქვენ რისი დამრიგებელი ხართ, დროშა ვერ ჩამოგიკიდებიათ, - ამის შესახებ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს მიმართა, რომელსაც დეპუტატები ინტერპელაციის წესით სკოლებში უფასო კვების საკითხთან დაკავშირებით უსმენენ.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში სკოლებში უფასო კვების საკითხი არასდროს მოწესრიგდება.

"პრობლემა მინისტრმა დაიყვანა ტექნიკურ საკითხებამდე. თურმე, სკოლაში საჭიროა წყალი, სამზარეულო, სასადილო, კვებითი ნარჩენები რომ იქნება, ამასაც მოვლა უნდა და ა.შ და არ უთქვამს მთავარი პრობლემა, ფული არის თუ არა?! არ არის ფული. ფული რომ ყოფილიყო, შესაძლებელია პატარა ექსპერიმენტი მაინც დაეწყოთ. 2.9 მლრდ იყო შარშან განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება, ეს არის მშპ-ის 2.9%. მთავრობა ორი წლის წინ გვპირდებოდა, რომ განათლება გახდებოდა პრიორიტეტული და მშპ-ის 6% იქნებოდა განათლების ბიუჯეტი, მოიტყუეთ! ერთ რაიონს, რომელმაც ეს კარგი ინიციატივა წამოიწყო, "გადაკარით“ პირველკლასელებს აფინანსებსო. იმან პირველკლასელები მაინც დააფინანსა და უზრუნველყო 30 სკოლის ფარგლებში, თქვენმა ხელისუფლებამ 2 სკოლაში ვაშლები ვერ დაარიგა.

თქვენმა წინამორბედმა, რომელსაც ვაშლების მინისტრს ეძახდნენ, ორ სკოლაში ვერ დაარიგა ვაშლები. იმას ვაშლების მინისტრს ეძახდნენ, ასე შევიდა ისტორიაში, იმის წინ ექვთიმეს ეძახიან, იმიტომ, რომ მაამებლობისა და მლიქვნელობის ყველა რეკორდი მოხსნა. 2 სკოლაში ვაშლები ვერ დაარიგა იმ მინისტრმა, მენეჯმენტს ვერ მოაბით... თქვენ რისი დამრიგებელი ხართ, დროშა ვერ ჩამოგიკიდებიათ და ატმები ვერ დაგირიგებიათ. კეთილი ინებეთ და როცა მოხსენება გექნებათ, ფინანსური დასაბუთება წარმოადგინეთ, როდის რამდენი დაჯდება, რომელ ეტაპზე რომელი სკოლებით იწყებთ, ექსპერიმენტულად იწყებთ თუ არა. თქვენი მოხსენებით ჩანს, რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში არასდროს მოხდება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.