ავტორი:

"დროას" ინფორმაციით, თელავში ელენე ხოშტარია დააკავეს

"დროას" ინფორმაციით, თელავში ელენე ხოშტარია დააკავეს

"დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციას „დროას“ ერთ-ერთი წევრი თამთა გოგოლაძე ავრცელებს.

როგორც გოგოლაძე აღნიშნავს, ხოშტარია თელავის პოლიციასთან აიყვანეს.

"ინტერპრესნიუს" "დროას“ პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ხოშტარია სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე დაკავებულებთან ადვოკატის შეშვებას ითხოვდა, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა.