ავტორი:

ვის ეკუთვნის სასტუმრო "ყვარლის ტბა", რომელიც გუშინდელი დღიდან მოვლენების ეპიცენტრშია?

ვის ეკუთვნის სასტუმრო "ყვარლის ტბა", რომელიც გუშინდელი დღიდან მოვლენების ეპიცენტრშია?

დღეს დილიდან "ყვარლის ტბასთან“ ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რის შედეგადაც სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები დააკავეს. ადგილზე პროტესტი დილიდან დაიწყო და ამის მიზეზი გავრცელებული ინფორმაციია, რომლის თანახმად რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოში, კერძოდ კი "ყვარლის ტბაზე" იმყოფებოდა.

  • გუშინ "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადებოდა. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას უნდა გქონოდა.

თუმცა ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დღეს საქართველოში სერგეი ლავროვის სიძის ძმის ქორწილი აღარ ჩატარდება და ოჯახი საქართველოდან გასულია. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა (წაიკითხეთ: "ქორწილი დღეს აღარ ჩატარდება... მივიღე პირობა შს მინისტრისგან, რომ ოჯახი, რომელიც ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას აპირებდა, წასულია" - პრეზიდენტი).

თავად სასტუმრო "ყვარლის ტბის" ადმინისტრაცია გუშინდელიდან უარყოფდა ინფორმაციას, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის მათთან სტუმრობის შესახებ. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.

ვის ეკუთვნის სასტუმრო "ყვარლის ტბა", რომელიც გუშინდელი დღიდან მოვლენების ეპიცენტრშია?

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სასტუმრო "ყვარელი ლეიკ რეზორთი", შპს "ყვარელი პალასის" საკუთრებაა. თავის მხრივ, "ყვარელი პალ" 100%-ს, 2009 წელს რეგისტრირებული შპს "აგროგანვითრება" ფლობს, რომლის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ბიზნესმენიასის არჩილ გეგენავა და მის ძმა არიან...განაგრძეთ კითხვა "ბიზნესპრესნიუსზე"

წაიკითხეთ ასევე: