ავტორი:

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მოთხოვნები დაასახელეს, რომელთა შესასრულებლად ხელისუფლებას ერთსაათიანი ვადა მისცეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მოთხოვნები დაასახელეს, რომელთა შესასრულებლად ხელისუფლებას ერთსაათიანი ვადა მისცეს

პარლამენტის წინ, რუსეთთან პირდაპირი ფრენების წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საკუთარი მოთხოვნები დაასახელეს, რომელთა შესასრულებლად ხელისუფლებას ერთსაათიანი ვადა მისცეს.

კერძოდ, აქტივისტები ითხოვენ, რომ გათავისუფლდნენ დღეს, ყვარელში გამართულ აქციაზე დაკავებულები და "ქართულმა ოცნებამ" რუსეთთან ფრენების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღოს.

"ბიძინა ივანიშვილი 22:00 საათზე იძინებს ხოლმე, ამიტომ ერთ საათში, 21:00-დან 22:00 საათამდე გვინდა პასუხი, უშვებენ თუ არა პატიმრებს და აუქმებენ თუ არა ფრენებს. მოქალაქეები ელოდებიან “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას. კიდევ მეტნი ვიქნებით და გავაგრძელებთ დისკომფორტის შექმნას “ქართული ოცნებისთვის”. ერთ საათში გეტყვით, რა შეიძლება გავაკეთოთ დღეს და ხვალ”, - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.