ავტორი:

თურქი ბრედ პიტის სკანდალები, ვნებიანი კოცნა კოლეგასთან, რომელიც ცოლთან კონფლიქტის მიზეზი გახდა - "სერენაიმ მის ცოლს გადასაღები მოედნის დატოვება მოსთხოვა"

თურქი ბრედ პიტის სკანდალები, ვნებიანი კოცნა კოლეგასთან, რომელიც ცოლთან კონფლიქტის მიზეზი გახდა - "სერენაიმ მის ცოლს გადასაღები მოედნის დატოვება მოსთხოვა"

ქივანჩ თათლითუღი თურქი მსახიობია, რომელმაც აღიარება და პოპულარობა მოიპოვა როგორც თავის ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

თაყვანისმცემლებმა მას გარეგნობის, ნიჭისა და ქარიზმის გამო "თურქი ბრედ პიტიც" კი შეარქვეს. ქივანჩი გამორჩეულმა სამსახიობო ოსტატობამ და გარეგნობამ თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ადამიანებისთვის საყვარელ მსახიობად აქცია.

  • ბიოგრაფია

ქივანჩ თათლითუღი დაიბადა 1983 წლის 27 ოქტომბერს სტამბოლში. სამსახიობო კარიერა 2002 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაიწყო. მსახიობის დებიუტი შედგა სატელევიზიო სერიალში "სილამაზის ცეცხლი“, სადაც მან კამეო როლი შეასრულა.

ქივანჩს საყოველთაო აღიარება 2009 წელს სერიალ "აკრძალულ სიყვარულში“ შესრულებულმა მთავარმა როლმა მოუტანა. ეს მის კარიერაში ნამდვილი გარღვევა იყო. ამ როლმა არა მხოლოდ მრავალი ჯილდო და აღიარება მოუტანა მაყურებლის მხრიდან, არამედ მისი პოპულარობა თურქეთის ფარგლებს გასცდა. ქივანჩი დღეს თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და პოპულარულ მსახიობად ითვლება.

მისი თაყვანისმცემლები არა მხოლოდ თურქეთში არიან, არამედ მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში, როგორებიცაა საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, საქართველო.

განათლება

ქივანჩ თათლითუღმა უნივერსიტეტი აშშ-ში ეკონომიკის განხრით დაამთავრა, ამის შემდეგ კი თურქეთში დაბრუნდა სამსახიობო კარიერის დასაწყებად. თავდაპირველად მუშაობა მოდელად დაიწყო. მალევე მიიღო პირველი როლიც.

მსახიობს მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში "ოქროს პეპელას" დაჯილდოებაზე და "ემი“ დრამატულ სერიალში მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. ის თურქეთის და ასევე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მამაკაცადაც დასახელდა. მისი ხიბლი და ქარიზმა უამრავ გულშემატკივარს იზიდავს.

მსახიობი 2011-2016 წლამდე რამდენიმე სერიალში გადაიღეს. სერიალში Kuzey Güney, ისტორიულ პროექტში Kurt Seit and Alexandra და დრამაში Dream of a Butterfly. ბოლო ფილმში ქივანჩმა ითამაშა ტუბერკულოზით დაავადებული პოეტის (რეალური პროტოტიპის მქონე) როლი. მსახიობი იმდენად სერიოზულად მოეკიდა თავის საქმეს, რომ საჭირო ლიტერატურა წაიკითხა და 10 კილოგრამზე მეტი დაიკლო, რის გამოც ფილმში ნამდვილი პაციენტივით გამოიყურებოდა.

2016 წელს ქივანჩს მელოდრამაში "მამაცი და მზეთუნახავი" პარტნიორობა თურქეთის ვარკვლავმა თუბა ბუიუკუსთუნმა გაუწია. მათი ეკრანული რომანი იმდენად ბუნებრივად გამოიყურებოდა, რომ გაჩნდა ეჭვი, რომ რეალურ ცხოვრებაშიც უყვარდათ ერთმანეთი, თუმცა მსახიობებმა ჭორები უარყვეს.

კარიერა თავბრუდამხვევად გაგრძელდა. ქივანჩს იღებდნენ არა მხოლოდ სერიალებში, არამედ ფილმებშიც. მსახიობი 2011 წელს გაეროს კეთილი ნების ელჩად აირჩიეს. დღემდე ჩართულია საქველმოქმედო პროგრამებსა და სოციალურ პროექტებში, რომლის ფარგლებშიც აქტიურად ეხმარება ბავშვთა საავადმყოფოებსა და სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებს.

გარდა ამისა, მხარს უჭერს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც იცავენ ქალებისა და ბავშვების უფლებებს.

პირადი ცხოვრება

მეგობრები მსახიობს საკმაოდ თავშეკავებულ და მორცხვ კაცად აღწერენ. თუმცა მორცხვობის მიუხედავად, მარტივად ახერხებს თურქეთის მთავარი ლამაზმანების გულის მოგებას. 2004 წელს ქივანჩმა დაიწყო შეხვედრა თავის კოლეგასთან, აზრა აკინთან. გოგონა არა მხოლოდ მსახიობი იყო, არამედ მის მსოფლიო 2002 წლის გამარჯვებულიც.

წითელ ხალიჩაზე მათი გამოჩენა ყოველთვის წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა. მაგრამ მათი ცხოვრება არ ყოფილა მარტივი. შეყვარებულებმა იჩხუბეს, შემდეგ ისევ შერიგდნენ. საბოლოოდ, 2008 წელს სამუდამოდ დაშორდნენ.

იმ დროისთვის ცნობილი გახდა, რომ თათლითუღი დაინტერესდა მსახიობ მელთემ კამბულით. ის ქივანჩზე 14 წლით უფროსი იყო. წყვილის ურთიერთობა არ ყოფილა სტაბილური - ექვსი თვის შემდეგ მსახიობმა რომანი ცნობილი მილიონერის ქალიშვილთან, იდილ ფირატთან გააბა, მაგრამ ისევ მელთემს დაუბრუნდა. მათ ფარულ ქორწილზე ჭორებიც კი გავრცელდა. საბოლოოდ წყვილი 2013 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

2013 წელს ცნობილი გახდა, რომ ქივანჩმა რომანი სტილისტ და კოსტიუმების დიზაინერ ბაშაქ დიზერთან გააბა. მათ ერთმანეთი 2008 წელს სერიალ "აკრძალული სიყვარულის“ გადაღებებზე გაიცნეს, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში მეგობრობდნენ. 2016 წელს წყვილი დაქორწინდა - საქორწინო ცერემონია პარიზში გაიმართა. "მე ვაფასებ იმას, რაც მაქვს, ვიპოვე რასაც ვეძებდი მრავალი წლის განმავლობაში", - თქვა მსახიობმა საყვარელ ქალზე.

2022 წლის აპრილში წყვილს ვაჟი შეეძინა. ეს იყო მათთვის ნანატრი შვილია, რადგან მათ რამდენიმე წლის გან,ავლობაში არ უჩნდებოდათ შვილი. ქივანჩი მეუღლის მშობიარობას დაესწრო და ბიჭს ქურთ ეფე დაარქვეს.

წყვილი, რომელსაც ყოველთვის უყვარდა მოგზაურობა, უკვე 2022 წლის ივლისში სამი თვის ვაჟთან ერთად დასასვენებლად წავიდა ბოდრუმში. "მეგონა, რომ მამობა უფრო შეშფოთებულ ადამიანად მაქცევდა, მაგრამ როდესაც ეს სასიხარულო ამბავი გავითავისე, მთელი ჩემი საზრუნავი გაქრა“, - ამბობს მსახიობი.

მსახიობი ახლა...

ქივანჩი 2021 წელს Netflix-მა ერთ-ერთ პროექტში გადაიღო. ეს არის დრამატული სერიალი, სახელწოდებით "წყალქვეშა ნავი იაკამოზი“. სიუჟეტის მიხედვით, ზღვის მკვლევარი, რომელსაც ქივანჩი თამაშობს აპოკალიფსურ მომავალში ხვდება, საიდანაც საყვარელ ადამიანთან ერთად ცდილობს კაცობრიობის გადარჩენას გარდაუვალი სიკვდილისგან. სერიალი 2022 წლის აპრილში გამოვიდა და პირველივე დღიდან 10 ყველაზე ნახვად პროექტის სიაში მოხვდა.

საინტერესო ფაქტები

2022 წელს, თურქეთში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ქივანჩ თათლითუღი თურქეთში დრამის შემსრულებელ საუკეთესო მსახიობად დასახელდა. მან აჯობა ისეთ კოლექებს, როგორებიც არიან ჰალით ერგენჩი, ჩაათაი ულუსოი, იბრაჰიმ ჩელიქოლი და ბურაქ ოზჩივიტი.

სერიალის "კურტ სეიტი და ალექსანდრა" გადაღებების დროს მსახიობი ი ცხენიდან გადმოვარდა და ხუთი ნეკნი მოიტეხა. "თავიდან ვერც კი შევამჩნიე, რამდენად სერიოზული იყო ტრავმა", - იხსენებდა მოგვიანებით ქივანჩი.

უკანასკნელი სკანდალი

გაზაფხულის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიახლე იყო სერიალი "ოჯახი", რომელშიც ქივანჩი ცნობილ თურქ მსახიობ სერენაი სარიქაიასთან ერთად თამაშობს. სერიალის რეიტინგები პიკს აღწევს. განსაკუთრებული ინტერესი პროექტის გარშემო გაჩაღებულმა სკანდალმა გამოიწვია.

რამდენიმე თურქულმა მედიასაშუალებამ (Takvim, ABC Gazetesi) ერთდროულად დაწერა, რომ მთავარი გმირების ვნებიანი კოცნის სცენის შემდეგ ქივანჩს მეუღლემ მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა. ბაშაქ დიზერმა თურქ მსახიობს განუცხადა, რომ განქორწინებაზე განცხადებას შეიტანდა, თუ ის სარიქაიას გადასაღებ მოედანზე ისევ ვნებიანად აკოცებდა.

აღსანიშნავია, რომ სერიალის მაყურებელი, პირიქით, ძალიან კმაყოფილი დარჩა მსახიობების თამაშით და მათ შორის წარმოქმნილი ქიმიით.

თათლითუღი დიდხანს არ გაჩუმებულა და ოფიციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მის სახლში და გადასაღებ მოედანზე ყველაფერი კარგადაა და ის და მისი მეუღლე უბრალოდ ყურადღებას არ აქცევენ ყალბ ამბებს, რომლებსაც ჟურნალისტები ავრცელებენ.

ამის მიუხედავად, პორტალმა Magazinotu-მ სოციალურ ქსელებში არა მხოლოდ განქორწინების ამბავის შესახებ დაწერა, არამედ გამოაქვეყნა ინფორმაცია გადასაღებ მოედანზე მომხდარ ჩხუბზე. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის ინიციატორი სწორედ სერენაი სარიქაია იყო. მანამდე მან ბაშაქ დიზერს სამუშაო ადგილის დატოვებაც კი სთხოვა (ბაშაქი სერიალ "ოჯახის" გადასაღებ მოედანზე მუშაობს). ამ თემაზე მსახიობებმა ოფიციალური განმარტებებისგან თავი შეიკავეს.