ავტორი:

დიანა ღურწკაიას ქმარი 46 წლის ასაკში გარდაიცვალა - "რუსული დელეგაცია ბრუნდებოდა, თვითმფირნავში ცუდად გახდა": რას წერს რუსული მედია

დიანა ღურწკაიას ქმარი 46 წლის ასაკში გარდაიცვალა - "რუსული დელეგაცია ბრუნდებოდა, თვითმფირნავში ცუდად გახდა": რას წერს რუსული მედია

ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი ქართველი მომღერლის, დიანა ღურწკაიას ქმარი, პიოტრ კუჩერენკო 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კუჩერენკო, რომელიც რუსეთის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა, კუბაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, დაბრუნებისას კი გარდაიცვალა.

კუჩერენკოს გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე "ტელეგრამში“.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="minobrnaukiofficial/4749" data-width="100%"></script>

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პიოტრ კუჩერენკომ თვითმფრინავში, რომლითაც დელეგაცია ბრუნდებოდა, თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავი სხვა ადგილას დაეშვა იმისთვის, რომ კუჩერენკოსთვის დახმარება აღმოეჩინათ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვალების მიზეზს სამინისტროს პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ.

პიოტ კუჩერენკო რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილედ 2021 წელს დაინიშნა.

წყარო