ავტორი:

"ბახმუტი რუსეთს არ დაუკავებია და უკრაინული ჯარები ქალაქში რჩებიან" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"ბახმუტი რუსეთს არ დაუკავებია და უკრაინული ჯარები ქალაქში რჩებიან" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბახმუტი რუსეთს არ დაუკავებია და უკრაინული ჯარები ქალაქში რჩებიან.

"დღეის მდგომარეობით, ბახმუტი რუსეთის ფედერაციის მიერ არ არის ოკუპირებული. ამ სიტყვების ორი ან სამი ინტერპრეტაცია არ არსებობს“, - განუცხადა ჟურნალისტებს იაპონიაში ვიზიტად მყოფმა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს განაცხადა, რომ მათი ქვედანაყოფები ბახმუტში არიან და ისინი აგრძელებენ რამდენიმე შენობის დაკავებას ქალაქში.