ავტორი:

"ამ ფოტომ იმხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ მინდა მოვყვე..." - გოგა ხაჩიძე კადრზე, რომელიც დღის ფოტოდ იქცა

"ამ ფოტომ იმხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ მინდა მოვყვე..." - გოგა ხაჩიძე კადრზე, რომელიც დღის ფოტოდ იქცა

ყოფილმა დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფოტოზე ჩანს ნაგვის ურნიდან გადმოყრილი წიგნები. ერთი წიგნი კი დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს აქვს ხელში და კითხულობს.

"ამ ფოტომ იმხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, სად? ვინ? როდის?... რომ მინდა მოვყვე:დღეს, მოვდიოდი მანქანით, მარჯანიშვილის მიწისქვეშა კვეთაზე ჩავუარე ამ ამბავს, დავინახე თუ არა, ზუსტად მივხვდი რომ კარგი ფოტო გამოვიდოდა.

ცოტა მოშორებით გავაჩერე მანქანა, ფეხით სწრაფად მოვბრუნდი და დავიწყე გადაღება. როდესაც მივუახლოვდი 2 კადრი კიდევ გადავიღე და ვკითხე, ფოტო გადაგიღეთ და პრობლემა ხომ არაათქო, თან ცერა თითის აწევით ვანიშნე - კარგი სცენაა მეთქი. - არაა პრობლემა. გაიღიმე ფოტოს გვიღებსო, ფეხზე მდგომმა უთხრა ჩაცუცქულს და ისიც წამოიმართა და რა თქმა უნდა, სრულად გაქრა ბუნებრიობა. თუმცა ის ფოტო მანამდე მქონდა გადაღებული", - წერს გოგა ხაჩიძე.