სალვადორის დედაქალაქ სან სალვადორში, საფეხბურთო მატჩი "ალიანცასა“ და "ფას“ შორის ტრაგედიით დასრულდა. ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი გარდაიცვალა.
პრეზიდენმა ნაიიბ ბუკელემ მომხდარს "უპრეცედენტო“ უწოდა და გამოძიება მოითხოვა. პოლიციის განცხადებით, გარდაცვლილებს შორის 6 კაცი და 2 ქალია. ყველა მათგანი სწრულწლოვანია.
კატასტროფა მას შემდეგ მოხდა, როცა გულშემატკივრებმა სტადიონზე შესვლა მისი ჩაკეტვის შემდეგ სცადეს.
ხელისუფლების თქმით, ზოგიერთ გულშემატკივარს ყალბი ბილეთი მიჰყიდეს. ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს.
ადგილობრივი მედიის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ გულშემატკივრები სტადიონის წინაღობის ჩამოხსნას.
მატჩის ტრანსლაციის კადრებზე კი აღბეჭდილია, რომ შეხვედრა ტრიბუნებზე ჭყლეტის გამო შეჩერდა. ასევე კადრებზე ჩანს, სამაშველო სამსახურებს როგორ გაჰყავთ დაშავებული ადამიანები.
"ეს გულშემატკივრების "ზვავი" იყო, რომლებმაც მთავარი კარი შემოანგრიეს, ზოგიერთი მის ნანგრევებში მოყვა. ნაწილმა ტრიბუნებზე შეაღწია, იქიდან მოედანზე, სადაც ჭყლეტისას გაიგუდნენ", -უყვება ჟურნალისტებს პირველადი დახმრების მოხალისე.
პრეზიდენტ ბუკელეს განცხადებით, გამოძიება ყოვლისმომცველი იქნება და ის მოიკვლევს გუნდების, მენეჯერების, მაღალი თანამდებობის, საფეხბურთო ლიგისა და ფედერაციის პირების მოქმედებებს. "ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, ის დაუსჯელი არ დარჩება“, - წერს ქვეყნის პრეზიდენტი "ტვიტერზე".
"სალვადორის სამოქალაქო დაცვის“ წევრმა ლუის ალონსომ განაცხადა, რომ სამედიცინო დახმარება დაახლოებით 500 ადამიანს გაეწია, ბევრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სალვადორის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატის თამაშები შეაჩერა.