ავტორი:

ალენ დელონის ვაჟი, რომელსაც ლეგენდარული მსახიობი შვილად არ აღიარებდა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - კრისტიან ბულონის გარდაცვალების საქმეზე მისი მომვლელი ქალი დააკავეს

ალენ დელონის ვაჟი, რომელსაც ლეგენდარული მსახიობი შვილად არ აღიარებდა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - კრისტიან ბულონის გარდაცვალების საქმეზე მისი მომვლელი ქალი დააკავეს

60 წლის ასაკში გარდაიცვალა ალენ დელონის "უკანონო“ ვაჟი, ფოტოგრაფი და მსახიობი კრისტიან აარონ ბულონი. ამის შესახებ გამოცემა Le Parisien წერს.

ბულონი გარდაცვლილი იპოვეს პარიზში, საკუთარ ბინაში. გავრცელებული ინფორმაციით, მას სიცოცხლის ბოლო წლებში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. კერძოდ, მას აწუხებდა ჰემიპლეგია - კუნთების სისუსტე.

"ბოლო დროს, როდესაც მას ვესაუბრე ეტლით გადაადგილდებოდა, ცუდად დაეცა და მას შემდეგ სიარული უჭირდა", - განუცხადა Le Parisien-ს ფოტოგრაფთან დაახლოებულმა წყარომ.

კრისტიანი ახალგაზრდობაში

სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ბულონის ცხედარი ეტლში აღმოაჩინეს. კრისტიანი გარდაცვლილი იპოვა ქალმა, რომელსაც მასზე უნდა ეზრუნა, თუმცა როგორც ჩანს, რამდენიმე დღის განმავლობაში სახლში არ იმყოფებოდა.

მომვლელი ქალი დაკავებულია, პოლიციამ ბრალი წაუყენა, რადგან "საფრთხის ქვეშ მყოფ პირს დახმარება არ გაუწია“. შემთხვევის გარემოებების დაზუსტებამდე ქალი დაკავებული იქნება.

კრისტიანი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე

კრისტიან აარონ ბულონის დედა გერმანელი მომღერალი, მოდელი და მსახიობი კრისტა პეფგენი იყო, რომელიც ცნობილია ნიკოს ფსევდონიმით. იგი თანამშრომლობდა ენდი უორჰოლთან და ითამაშა ეპიზოდური როლი ფედერიკო ფელინის ფილმ La Dolce Vita-ში. ქალი ამბობდა, რომ 1962 წელს დაბადებული შვილის მამა ცნობილი მსახიობი ალენ დელონი იყო. თავად დელონმა უარყოფდა ამ ფაქტს, მან უარი თქვა დნმ-ის ტესტის ჩატარებაზე.

კრისტიანმა ორჯერ უჩივლა ცნობილ მსახიობს მამობის დადგენის მოთხოვნით, მაგრამ ორივეჯერ გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ არ გამოიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ დელონს არ სურდა ბულონის შვილად აღიარება, მსახიობის დედამ, ედიტ არნოლდმა, ბიჭი საკუთარ შვილიშვილად მიიღო და სიცოცხლის ბოლომდე მასზე ზრუნავდა. კრისტიანი ალენ დელონის დედის მეორე მეუღლემ პოლ ბულონმა იშვილა.

ერთ-ერთი ბოლო სასამართლო პროცესი 2022 წელს გაიმართა. სამი შვილის საამაყო მამას, ალენ დელონს არასოდეს სურდა არი ბულონის მამობა ეღიარებინა. მიუხედავად ყველაფრისა, აარონს ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ ერთ მშვენიერ დღეს მსახიობი მას თავის კანონიერ შვილად გამოაცხადებდა.

სავარაუდოდ ნახევარძმის გარდაცვალების შესახებ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა დელონის ვაჟმა ანტონი დელონმა.

"მშვიდად განისვენე არი. ტრაგიკული ბედი, სევდა...“ - წერს ანტონი.