ავტორი:

American idol-ის ფინალი: ნუცა ბუზალაძის შთამბეჭდავი დუეტი კაილი მინოუგისთან ერთად: ქართველი მომღერალი სცენაზე კვლავ შეუდარებელი იყო (ვიდეო)

American idol-ის ფინალი: ნუცა ბუზალაძის შთამბეჭდავი დუეტი კაილი მინოუგისთან ერთად: ქართველი მომღერალი სცენაზე კვლავ შეუდარებელი იყო (ვიდეო)

ამერიკული მეგაშოუ American idol-ის გამარჯვებული გამოვლინდა. ფინალურ შოუზე კონკურსის საუკეთესო 12 მომღერალიც გამოვიდა. ყველამ ერთად ჟიურის წევრ ლაიონელ რიჩისთან ერთად შეასრულა სიმღერა, მაყურებლის წინაშე ასევე წარდგნენ ცნობილ მომღერლებთან ერთად დუეტებითაც.

მათ შორის გამოვიდა ნუცა ბუზალაძეც, რომელმაც კაილი მინოუგისთან ერთად მისი ცნობილი ჰიტი "Padam Padam" შეასრულა. შეიძლება ითქვას, რომ ნუცა ვარსკვლავს არაფრით ჩაუვარდებოდა, როგორც ვიზუალით, ისე ვოკალით ქართველი მომღერალი შეუდარებელი იყო.

შეგახსენებთ, ნუცა ბუზალაძემ წელს ცნობილ ამერიკულ შოუში მართლაც ფურორი მოახდინა, ის პირველი უცხოელი მომღერალია, რომელიც შოუს ტოპ 12 კონკურსანტს შორის მოხვდა. მისი გამოსვლები შოუში ყოველ ჯერზე სულ უფრო შთამბეჭდავი და სანახაობრივი იყო.

შოუს გამარჯვებული კი გახდა კონკურსანტი ჰავაიდან ლიამ ტონგი.

  • ნახეთ ნუცას გამოსვლა