ავტორი:

უკრაინელი მომღერალი 20-წლიანი ოჯახური ცხოვრების შემდეგ, პაკისტანური წარმოშობის ბრიტანელ ქმარს რუსეთის მხარდამჭერი პოზიციის გამო დაშორდა - ”ეს ძალიან გულდასაწყვეტია”

უკრაინელი მომღერალი 20-წლიანი ოჯახური ცხოვრების შემდეგ, პაკისტანური წარმოშობის ბრიტანელ ქმარს რუსეთის მხარდამჭერი პოზიციის გამო დაშორდა - ”ეს ძალიან გულდასაწყვეტია”

ცნობილმა უკრაინელმა მომღერალმა კამალიამ 13 მარტს სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ის და მისი მილიარდერი ქმარი მოჰამედ ზახური 20-წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ.

"ვიცით, რომ ეს ის არ არის, რასაც უკრაინელი ხალხი ჩვენგან მოელოდა. ეს არ არის ის მომავალი, რომელიც ჩვენ წარმოგვედგინა. დამძიმებული გულით ცალ-ცალკე ვაგრძელებთ ცხოვრებას", - წერდა მომღერალი იმჟამად "ფეისბუქზე".

მომხდარს წინ უძღოდა ვარსკვლავის პრეტენზია გერის მიმართ, რაზეც უკრაინულ მედიასთან ისაუბრა.

ზახურს წინა ურთიერთობიდან ჰყავს ზრდასრული ქალიშვილი ტატიანა და ვაჟი არმანი. გოგონა ცხოვრობს და სწავლობს ინგლისში. 2022 წლის თებერვალში, რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კამალია იძულებული გახდა ქმართან და შვილებთან ერთად, საცხოვრებლად გერის სახლში გადასულიყო... კონფლიქტიც სწორედ ამ დროს დაიწყო.

მომღერალი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო გერთან მუდმივად კონფლიქტი მოსდიოდა, რადგან მილიარდერის ქალიშვილის ბიოლოგიური დედა რუსეთიდან არის და გოგონაც პუტინის რეჟიმის ქმედებებს ამართლებდა.

მაგრამ ქალი ყველაზე მეტად იმან გაანაწყენა, რომ ქმარმა ქალიშვილის მხარე აირჩია. ”ეს ძალიან გულდასაწყვეტია”, - თქვა კამალიამ ინტერვიუში.

მუდმივი სკანდალების გამო, მომღერალს დიდი ბრიტანეთის დატოვება მოუწია. შვილები ლონდონში დარჩნენ. კამალიამ, დედასთან ერთად, კიევთან ახლოს გააგრძელა ცხოვრება.

თუმცა, სააღდგომო დღეებში მომღერალმა სოციალურ ქსელში ოჯახური ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა:

"სინათლე ყოველთვის ამარცხებს სიბნელეს! სიმართლე ყოველთვის ამარცხებს სიცრუეს! ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღდგა!"

მაშინ თაყვანისცემლებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ შესაძლოა წყვილი შერიგდა, მაგრამ ოფიციალურად ქალს ეს ინფორმაცია დღემდე არ დაუდასტურებია.

18 მაისს უკრაინელმა მომღერალმა 46 წლის იუბილე კანში აღნიშნა, სადაც უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. კონცერტს, რომელზეც თავისი ჰიტები ძირითადად უკრაინულ ენაზე შეასრულა, კამალიას შვილები ესწრებოდნენ, მაგრამ არ ჩანდნენ გერები. მოულოდნელად საღამოზე პაკისტანელი ბიზნესმენი მოჰამედ ზახურიც გამოჩნდა, რომელმაც ყოფილ ცოლს ყვავილების უზარმაზარი თაიგული მიართვა.

კამალია და ზახური 20 წელზე მეტია ერთად არიან. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ - მირაბელა და არაბელა. მომღერალის თაყვანისმცემლები ქმართან განქორწინების შესახებ ცნობამ შოკში ჩააგდო. ქალმა აღიარა, რომ ისინი ცდილობდნენ ქორწინების გადარჩენას, მაგრამ ვერ შეძლეს. ისინი აღარ არიან ერთად, როგორც პარტნიორები, მაგრამ რჩებიან თავიანთი ქალიშვილების მშობლებად.

წყვილი ერთმანეთს 2003 წელს შეხვდა. მაშინ კამალია უკვე ცნობილი უკრაინელი მომღერალი იყო, მუჰამედი კი პაკისტანური წარმოშობის ბრიტანელი ბიზნესმენი, რომელიც ფლობდა დონეცკის მეტალურგიულ ქარხანას.

უკრაინელ მომღერალზე დაქორწინების შემდეგ, ცოლის სამშობლოში ინვესტიცია გააფართოვა. მოჰამედს უკრაინაში კინობიზნესი ჰქონდა, გამოსცემდა გაზეთს და იყო მუსიკალური პრემიის თანადამფუძნებელი. ის ასევე საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწეოდა.