ავტორი:

"რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებისთვის ახალ "ელიტარულ“ ავიაჯგუფს ქმნის" - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

"რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებისთვის ახალ "ელიტარულ“ ავიაჯგუფს ქმნის" - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთი, დიდი ალბათობით, უკრაინაზე დარტყმების განხორციელების მიზნით, ახალ "ელიტარულ“ ავიაჯგუფს ქმნის, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ქვედანაყოფი, სახელწოდებით "შტორმი“, სავარაუდოდ, მოიცავს Su-24 FENCER და Su-34 FULLBACK ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენების მინიმუმ ერთ ესკადრონს და თავდასხმის ვერტმფრენების ესკადრონს.

"თვითმფრინავების ტიპების ნაზავი მიანიშნებს, რომ ჯგუფს სახმელეთო თავდასხმის მისიებში მთავარი როლი ექნება“, - აღნიშნულია ანგარიშში.

უწყებაში აცხადებენ, რომ სანდო რუსული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სურს, მოიზიდოს მაღალკვალიფიციური მფრინავები დიდი ანაზღაურების შეთავაზებით და პენსიაზე გასული პილოტები დაიქირაოს.

"ჯგუფის შექმნა ხაზს უსვამს, რუსების შეფასებას, რომ მათმა რეგულარულმა საჰაერო ძალების ესკადრონებმა სერიოზულად ვერ შეძლეს უკრაინის პოზიციებზე საჰაერო თავდასხმების განხორციელების ძირითადი ფუნქციის შესრულება“, - აღნიშნულია ანგარიშში.