ავტორი:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 28 წლის მამაკაცი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 28 წლის მამაკაცი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 28 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ კაბალში გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე დაწყებული კონფლიქტის დროს ელნურ ქასიმოვს თანასოფლელმა ცივი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი ახალგაზრდა სასწრაფოს დახმარების ჯგუფმა ლაგოდეხის კლინიკაში გადაიყვანა, მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.