ავტორი:

Hotsale.ge-ზე "კასტელო მარე" დაბრუნდა - მოიწყვე დაუვიწყარი ზაფხული ციხისძირში

Hotsale.ge-ზე "კასტელო მარე" დაბრუნდა - მოიწყვე დაუვიწყარი ზაფხული ციხისძირში

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ზღვისპირა სასტუმრო „კასტელო მარე“ Hotsale.ge-ზე დაბრუნდა და დამსვენებლებს დაუვიწყარ დღეებს ჰპირდება. პრემიუმ კლასის სასტუმრო ციხისძირში ბათუმიდან 17 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, სადაც ზღვა, ცა და აჭარის ბუნება დასვენებისთვის უნიკალურ გარემოს ქმნის.

დახურული და ღია აუზი ზღვის ხედით, სპა, ფიტნეს დარბაზი, ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნები, ბილიარდი, მაგიდის ტენისი, კინოთეატრი, რესტორანი და კომფორტული ნომრები - ეს „კასტელო მარეა“, რომელიც საუკეთესოა სრულყოფილი დასვენების, დღესასწაულებისა და საქმიანი შეხვედრების მოსაწყობად. მწვანე ნარგავებში ჩაფლული კომპლექსი და ზღვის ხედი განტვირთვისა და ახალი ენერგიით დამუხტვის შესაძლებლობას მოგცემთ.

აღსანიშნავია, რომ „კასტელო მარეში“ ფუნქციონირებს კვების 7 ობიექტი, სადაც გემრიელი ქართული და ევროპული კერძები მზადდება. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს რესტორანი „პალმა პავილიონი“.

რაც მთავარია, Hotsale.ge-ს მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, მასშტაბური დანაზოგით დაისვენონ აჭარის რეგიონის ყველაზე მოთხოვნად სასტუმროში ექსკლუზიურ ფასად.

სასტუმრო დამსვენებლებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის, ჯამში 110 ნომერს, რომლებიც 9 კატეგორიადაა წარმოდგენილი: სტანდარტულიდან - საპრეზიდენტო ლუქსამდე. მიუხედავად ოთახის კატეგორიებისა, ყველა ნომრიდან იშლება განუმეორებელი ხედი ზღვაზე და ბუნებაზე.

2022 წლიდან Hotsale.ge-ზე ამოქმედდა ჯავშნის სისტემა, შესაბამისად სასურველი სასტუმროს შეთავაზების შერჩევის დროს შეგიძლიათ ჯავშანიც ვებგვერდზევე განახორციელოთ და სასტუმროსთან დაკავშირებაში დრო აღარ დაკარგოთ.

R