ავტორი:

თავისუფლების მოედანზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

თავისუფლების მოედანზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს მიმდებარედ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც "ინტერპრესნიუს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფოტო: გოჩა მირცხულავა