ავტორი:

"მე და კრის ჯენერი "ლეიკერსის" თამაშზე... შეიძლება ჩემი მენეჯერიც იყოს?" - ნუცა ბუზალაძე კარდაშიანების იმპერიის მთავარ ქალთან ერთად: რას წერს მომღერალი

"მე და კრის ჯენერი "ლეიკერსის" თამაშზე... შეიძლება ჩემი მენეჯერიც იყოს?" - ნუცა ბუზალაძე კარდაშიანების იმპერიის მთავარ ქალთან ერთად: რას წერს მომღერალი

22 მაისს ნუცა ბუზალაძე ამერიკული მუსიკალური კონკურსის American idol-ის ფინალურ შოუზე კონკურსის საუკეთესო 12 მომღერალთან გამოვიდა.

მათ ჟიურის წევრ ლაიონელ რიჩისთან ერთად იმღერეს. ასევე მაყურებლის წინაშე წარდგნენ დუეტებით ცნობილ მომღერლებთან ერთად. ნუცა ბუზალაძემ კაილი მინოუგისთან ერთად იმღერა და ეს შოუს ერთ-ერთი საუკეთესო და დასამახსოვრებელი ნომერი აღმოჩნდა.

  • ნუცა ბუზალაძე ამერიკაში რჩება და როგორც ჩანს, დიდი გეგმები აქვს.

მან კარდაშიანების დედასთან ცნობილ პროდიუსერ კრის ჯენერთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა:

"მე და კრის ჯენერი "ლეიკერსის" თამაშის დღეს. შეიძლება ჩემი Momager-იც იყოს?

როგორ მოგწონთ ჩემი მაისური?“ - წერს ბუზალაძე.

შეგახსენებთ, ნუცა ბუზალაძემ წელს ცნობილ ამერიკულ შოუში მართლაც ფურორი მოახდინა, ის პირველი უცხოელი მომღერალია, რომელიც შოუს ტოპ 12 კონკურსანტს შორის მოხვდა.

მისი გამოსვლები შოუში ყოველ ჯერზე სულ უფრო შთამბეჭდავი და სანახაობრივი იყო.

მართალია, ნუცა ხუმრობით წერს, თუმცა რატომაც არა? - თუ კრის ჯენერი იდეალური მენეჯერია, მას ტყუილად არ უწოდებენ "კარდაშიანების იმპერიის ხერხემალს...“

67 წლის ვარსკვლავი საკუთარი შვილების კარიერას უკვე წლებია ხელმძღვანელობს. ჯენერი მონაწილეობდა ოჯახის წარმატებული ბრენდების − Kylie Cosmetics-ისა და KKW Beauty-ის მართვაში.

ვიდრე კიმი და ქლოი შეეძინა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კრისი ბრიუს (ამჟამინდელ ქეითლინ) ჯენერზე დაქორწინდა, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი იყო. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ, პოპულარული დები - კენდალ და კაილი ჯენერები.