იდეა დეველოპმენტის პროექტის- ტიფლისის სამშენებლო პროცესი წარმატებით და დაგეგმილი ტემპით მიმდინარეობს, 2023 წლის შემოდგომის პერიოდში კი დასრულდება. აქ არამარტო სახლების მშენებლობა, არამედ ინფრასტრუქტურის მოწყობაც იგულისხმება, როგორიცაა გზის დაგება, უბნის გამწვანება, განათება და სხვა სამუშაოები.
აღსანიშნავია, რომ პროექტში გასაყიდი მხოლოდ 2 ვილაა დარჩენილი. თუ გაქვთ სურვილი, გქონდეთ საკუთარი სახლი ლისზე, იზოლირებული ეზოთი და ტერასით არ გამოტოვოთ შანსი იცხოვროთ ახალ, ევროპულ უბან - ტიფლისში!
გთავაზობთ ინტერვიუს იდეა დეველოპმენტის პროექტ მენეჯერ - გიორგი გედევანიშვილთან.
- ბატონო გიორგი, ბევრმა იცის უკვე ტიფლისის პროექტის შესახებ, თუმცა მათ ვისაც ჯერ არ სმენიათ, თუ შეიძლება, რომ გაუზიაროთ ინფორმაცია.
- ტიფლისი იდეა დეველოპმენტის ახალი უბანია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქ იქმნება უსაფრთხო, მშვიდი და მყუდრო გარემო, სადაც თითოეულ ბინადარს შესაძლებლობა აქვს, იცხოვროს ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის დაშორებით და ამავდროულად დატკბეს ჯანსაღი ეკოსისტემით, ჰქონდეთ საკუთარი, იზოლირებული ეზო, კეთილმოწყობილი ტერასა და მშვიდი კომფორტული საცხოვრებელი გარემო.
პროექტი შედგება 16 კერძო სახლისგან და ახლა მხოლოდ 2 სახლი დარჩა გაყიდვაში.
- პროექტის მშენებლობის პროცესთან დაკავშირებით რომ მოგვიყვეთ
პროექტის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს დაგეგმილი ტემპით და გრაფიკით. ამჯერად მოსახლეობის ნაწილი უკვე გადასულია თავიანთ ახალ კომფორტულ ვილებში, ნაწილი კი რემონტის პროცესშია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ყველას აქვს საკუთარი ინდივიდუალური ეზო სარემონტო და სამშენებლო პროცესი დისკომფორტს არ უქმნით. ამასთან, როგორც ავღნიშნეთ, 2023 წლის შემოდგომის პერიოდში უკვე სრულად უბნის მშენებლობა მთავრდება. შესაბამისად ამ დარჩენილი ბოლო 2 ვილის მომავალი მაცხოვრებელი, უკვე რამდენიმე თვეში შეძლებს კეთილმოწყობილ, გამწვანებულ და დასრულებულ უბანში გადასვლას.
- ტიფლისის უბანი საკმაოდ მოთხოვნადია და მოსახლეობისთვის მიმზიდველია, რამ განაპირობა ეს?
დიახ, პროექტი საკმაოდ მოთხოვნადი და აქტუალურია. მაღალი ინტერესი კონცეფციამ და რა თქმა უნდა, ხარისხმა განაპირობა.
მასალების კუთხით გათვალისწინებულია ყველა მინიმალური დეტალი, რომელიც აუცილებელია უსაფრთხო და კომფორტული ცხოვრებისთვის.
მაგალითად:
- იდეა დეველოპმენტის სხვა მიმდინარე პროექტებზე რას გვეტყვით?
ძალიან მალე იდეა დეველოპმენტის ახალი პროექტის მშენებლობას დავაანონსებთ, რომელიც მიმზიდველი იქნება, როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ. პროექტი საბურთალოზე, კერძოდ დანელიას ქუჩაზე მდებარეობს. (უნივერსიტეტის ქუჩის მახლობლად) მნიშვნელოვანია, რომ შენობა გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურით, რომელიც იმეორებს ბუნებრივ რელიეფს და ერწყმის გარემოს. თითოეული ბინიდან იშლება ულამაზესი ხედი მდ. ვერეს ხეობაზე, ბაგებისა და წყნეთის მიმართულებით. სამშენებლო პროცესთან, ფასებთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას უკვე რამდენიმე კვირაში დავაანონსებთ
შეგახსენებთ, რომ იდეა დეველოპმენტის პროექტ - ტიფლისში დარჩენილია მხოლოდ 2 სახლი, ასე რომ თუ გსურთ იცხოვროთ ჯანსაღ, ეკომეგობრულ გარემოში და დატკბეთ საკუთარი სახლის ყველა უპირატესობით შეიძინეთ ვილა ტიფლისში!
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ კომპანიას:
+995 598 22 99 22 ;
Facebook გვერდი : https://www.facebook.com/ideadevelopmentt
ვებ-გვერდი :www.ideadevelopment.ge
R