ავტორი:

კრეტაზე 50 წლის ქართველი ცხენის ცემისთვის 5000 ევროთი დააჯარიმეს - ის ცხენს სარწყავი შლანგით სცემდა

კრეტაზე 50 წლის ქართველი ცხენის ცემისთვის 5000 ევროთი დააჯარიმეს - ის ცხენს სარწყავი შლანგით სცემდა

50 წლის ქართველი კაცი კრეტაზე ცხენის მიმართ სასტიკად მოპყრობის გამო დააჯარიმეს.

ბერძნული მედიის ცნობით, კაცი ცხენს სარწყავი შლანგით სცემდა. მათივე ცნობით, ცხენზე ის სისტემატურად ძალადობდა.

აღსანიშნავია, რომ მამაკაცი თვითონვეა ცხენის მეპატრონე..

ადგილობრივებმა ცხენზე ძალადობის დროს კაცს ვიდეო გადაუღეს და პოლიციაში უჩივლეს. პოლიციამ ის 5000 ევროთი დააჯარიმა.