ავტორი:

"დრონმა საავტომობილო გზაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო" - ბელგოროდის გუბერნატორი

"დრონმა საავტომობილო გზაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო" - ბელგოროდის გუბერნატორი

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩელსავ გლადკოვის განცხადებით, ოლქში, ერთ-ერთ საავტომობილო გზაზე უპილოტო საფრენმა აპარატმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო.

მისივე განცხადებით, შემთხვევის შედეგად ერთი ავტომობილი დაზიანდა, თუმცა არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

"ბელგოროდში საავტომობილო გზაზე უპილოტო საფრენმა აპარატმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო. პირველადი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა“, - დაწერა გუბერნატორმა "ტელეგრამზე“.

ამასთან, ვიაჩელსავ გლადკოვმა მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო ძალებმა ოლქის თავზე დრონი ჩამოაგდეს. გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა საუბარი ერთსა და იმავე დრონზე.