ავტორი:

რუსები უკრაინას დრონებით დაესხნენ თავს

რუსები უკრაინას დრონებით დაესხნენ თავს

რუსული ძალები უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ უკრაინას, რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

კიევის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.

საჰაერო განგაში გამოცხადდა კიევის, ჟიტომირის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, მიკოლაივის, ხერსონის, ხმელნიცკის, როვნოს, ოდესის, ვინიცას, ტერნოპოლის და ვოლინის, ლვოვის, ხარკოვის ოლქებში.

ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, საჰაერო განგაშის დროს მტერმა ოლქს დრონებით დაარტყა. თავდასხმის შესახებ დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.