ავტორი:

უკრაინელებმა რუსების გაშვებული 36-ვე დრონი გაანადგურეს

უკრაინელებმა რუსების გაშვებული 36-ვე დრონი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსების მიერ წუხანდელი შეტევის დროს გაშვებული Shahed-136/131 ტიპის 36-ვე დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დრონები ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებიდან იყო გაშვებული.

"ერთობლივი ძალისხმევით 36-ვე "შაჰიდი“ განადგურდა!“ - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

უწყების განმარტებით, თავდასხმის მიზანი, სავარაუდოდ, ქვეყნის დასავლეთ ოლქებში კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სამხედრო ობიექტების განადგურება იყო.

შეგახსენებთ, დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის რამდენიმე ოლქში, რუსების მხრიდან დრონებით თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა.