ავტორი:

ბიძინა ივანიშვილს უკრაინაში სანქცირების კანდიდატის სტატუსი მიენიჭა - შემდეგი ეტაპი სანქცირებულთა სიაში მოხვედრაა

ბიძინა ივანიშვილს უკრაინაში სანქცირების კანდიდატის სტატუსი მიენიჭა - შემდეგი ეტაპი სანქცირებულთა სიაში მოხვედრაა

უკრაინის სამთავროპო სასანქციე პორტალ WAR AND SANCTIONS-ზე ("ომი და სანქციები“) ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი დასანქცირების კანდიდატის სტატუსით აიტვირთა. აღსანიშნავია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორისის სახელითად არის ატვირთული.

სანქციების დადების საფუძვლად დასახელებულია მისი "მჭიდრო კავშირი რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან.“ კერძოდ, პორტალზე წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი "სანქციების გვერდის ავლის მიზნით ლობირებს რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ინტერესებს რუსეთსა და საქართველოში. ამასთან, მას ბიზნესინტერესები აკავშირებს პეტერბურგის გუბერნატორ გეორგი პოლტავჩენკოსთან, რომელიც 2011 წლის 31 აგვისტოდან 2018 წლის 3 ოქტომბრამდე სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორი იყო და აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება. ასევე, ივანიშვილს საქმიანი ურთიერთობა აქვს ანა კუვიჩკოსთან, რომელიც 2016 წლის 5 ოქტომბრიდან 2021 წლის 12 ოქტომბრამდე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი იყო.“

"ივანიშვილი თანმშრომლობს რეჟიმთან, რომელმაც გაეროს წესდების საწინააღმდეგოდ მოამზადა და ეწევა აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ; ომს, რომელშიც ჩადენილია დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და უკრაინელი ხალხის გენოციდი მიმდინარეობს,“ - წერს WAR AND SANCTIONS.

აქედან გამომდინარე, სამთავრობო პორტალი ასკვნის, რომ სუბიექტი, ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი "პასუხისმგებელია მატერიალურ ან ფინანსურ მხარდაჭერაზე იმ ქმედებებისთვის, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.“

განაგრძეთ კითხვა